აბუსალათინის ზეთი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალება. მისი სამკურნალო მიზნით გამოყენებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იყენებენ ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: თმის ცვენა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ბრონქიტი, გაციება და ა.შ.

10 პრობლემა, რომელსაც აბუსალათინის ზეთი მეშვეობით მოაგვარებ:

1. მეჭეჭების მოსაცილებლად აბუსალათინის ზეთი ღამით, ძილის წინ შეიზილეთ.

2. სხეულზე სხვადასხვა წყლულის მოსაშორებლად წარმატებით გამოიყენება აბუსალათინის ზეთი.

3. ძველად, ახალდაბადებულ ბავშვს, რომელსაც ჭიპლარი ცუდად უხორცდებოდა, აბუსალათინის ზეთს უსვამდნენ.

4. თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შესაძლოა აბუსალათინის ზეთის მეშვეობით მოირჩინო.

5. თუ შენს პატარას თმა ცუდად ეზრდება და თხელია, ღამით თავის კანში აბუსალათინის ზეთი შეაზილე და დილით ჩამობანე. ეს პროცედურა შეგიძლია კვირაში 2-ჯერ ჩაუტარო, მანამ სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებ.

6. აბუსალათინის ზეთი წარმატებით გამოიყენება წამწამების ზრდის შეფერხების დროს, ასევე იყენებენ მაშინ როდესაც სურთ ხშირი წამწამები ჰქონდეთ.

7. გაციების და ბრონქიტის დროს აბუსალათინის ზეთს ათბობენ და მსუბუქად იზელენ კანში, ამის შემდეგ სასურველია მკერდის თბილად შეხვევა.

8. ნებისმიერი ჭრილობის, დაჟეჟილობის და ტკივილის დროს აბუსალათინის ზეთი შეიზილე კანში დღეში 3-ჯერ.

9. აბუსალათინის ზეთი საუკეთესოდ მოქმედებს ნახეთქების და მცირე პოლიპების სამკურნალოდ, ხელს უწყობს შეხორცების პროცესს და საბოლოოდ ახდენს დაავადეებული ადგილის შეხორცებას.

10. მათ, ვისაც ფეხის ქუსლები გამომშრალი და დახეთქილი აქვს, შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთი გამოიყენოთ, წასმის შემდეგ კი წინდები ჩაიცვათ, დილით ნახავთ რომ კანი ხავერდოვანი იქნება.

ის ასევე საუკეთესოდ მოქმედებს ფეხების დაღლილობით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: