მზიან დღეებს სულ მალე ღრუბლიანი და გრილი ამინდები ჩაანაცვლებს. ზაფხულის განმავლობაში საშუალება გქონდა რუჯი მიგეღო და შვებულება სასიამოვნოდ გაგეტარებინა. თუმცა არ უნდა დაივიწყო ცხელი დღეების უარყოფითი მხარე, რომელიც პირველ რიგში კანზე აისახება.

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანი იწყებს გამოშრობას, ხდება უხეში და დაღლილი. ალბათ ბევრმა თქვენგანმა შეამჩნია სახის კანზე ნაოჭები, ლაქები, აქერცვლა, გამოშრობა და ა.შ., რომელიც ნამზეურის და დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) შედეგია.

არ ღირს წუხილი! რჩევები, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებ, დაგეხმარება კანის სილამაზისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში.

არ ვისაუბრებ ძვირადღირებულ სილამაზის სალონებსა და კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე, პირიქით, არჩევანს მარტივ თავის მოვლის საშუალებებზე შევაჩერებ, რომელთა მომზადება სახლშია შესაძლებელი.

მაშ ასე, დავიწყოთ, მარტივი და იაფი სილამაზის რეცეპტები!

კიტრის ლოსიონი- იყენებენ სახის გასაწმენდად.

დაგჭირდება:

სპირტი ან არაყი (40%-იანი) და ახალი კიტრი (1:5) .

გლიცერინი- 1 დესერტის კოვზი.

მომზადება: გახეხე კიტრი, დაასხი სპირტი. გააჩერე 10 დღის მანძილზე ბნელ და გრილ ადგილზე. შემდეგ გაფილტრე, დაუმატე გლიცერინი და კარგად აურიე. გაიწმინდე სახე ბამბის ტამპონით.

იოგურტისა და თაფლის ნიღაბი (ნაოჭების წინააღმდეგ).

დაგჭირდება:

იოგურტი 150 გრ.

თაფლი 3 ს/კ.

მომზადება: იმისთვის რომ ნარევი კარგად შეზავდეს სასურველია ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგა, შეათბო და მარტივად გახსნა. მიღებული ნარევი 5-7 წთ გადაიტანე მაცივარში გასაგრილებლად. მიღებული ნიღაბი სახეზე 30 წუთის მანძილზე გაიჩერე, შემდეგ კი ჩამოიბანე გრილი წყლით.

არაჟნისა და ოხრახუშის ნიღაბი კანის გასაახალგაზრდავებლად.

დაგჭირდება:

ვიტამინი A-10 წვეთი (შეგიძლია შეიძინო ნებისმიერ აფთიაქში)

ზეითუნის ზეთი - 1 ჩ/კ

ოხრახუში - 1 ს/კ

არაჟანი - 1 ს/კ

მომზადება: საფუძვლიანად აურიე ყველა ინგრედიენტი და მიღებული ნიღაბი 15-20 წუთის განმავლობაში წაისვი სახეზე. ჩამოიბანე გრილი წყლით.

ვაშლის ნიღაბი (გამოიყენება როგორც კანის მკვებავი).

დაგჭირდება:

ვაშლი - 1 ც.

თაფლი - 1 ს/კ.

ზეითუნის ზეთი - 1 ჩ/კ.

ვიტამინი С - 1 ჩ/კ.

მომზადება: კარგად აურიე ყველა ინგრედიენტი და მიღებული ნიღაბი 15-20 წუთის განმავლობაში გაიჩერე სახეზე. ჩამოიბანე გრილი წყლით.

ტუჩების მოვლა შემოდგომაზე

ნუ დაივიწყებ ტუჩებს, რომელსაც კანის მსგავსად, შემოდგომაზე მოვლა სჭირდება. კოსმეტიკურ ბაზარზე ტუჩების პილინგის პროდუქტების უზარმაზარი ასორტიმენტია. მათი გამოყენება რეკომენდებულია 10 დღეში ერთხელ.

ასევე საჭიროა ტუჩების ყოველდღიური მასაჟი. ამის გაკეთება შეგიძლია დღეში ორჯერ, კბილების გახეხვის შემდეგ, ფუნჯით. ეს მკურნალობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს მკვებავი ბალზამებისა და კრემების ღრმად შეღწევას კანში.

ტუჩების საშუალებების ყიდვისას ყურადღება მიაქციე მათ შემადგენლობას. ყველაზე სასარგებლო კომპონენტებია A, B, E და F ვიტამინები, სხვადასხვა ზეთები (ჟოჟობა, ნუში), ცილები, მზისგან დამცავი ეფექტიები და ა.შ.

ტუჩის ნიღაბი (გამოიყენება როგორც მკვებავი და დამატენიანებელი საშუალება).

დაგჭირდება:

თაფლი - 1 ჩ/კ.

ხაჭო - 1 ჩ/კ.

მომზადება. კარგად აურიე მიღებული მასა და შეიზილე ტუჩებზე. გაიჩერე 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანე თბილი წყლით.

მოცემული საშუალებები დაგეხმარება მარტივად და იაფად გაუმკლავდე პრობლემებს, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს უკავშირდება. ნიღბები ასევე სასარგებლოა იმისთვის რომ მარტივად და დაცულად შეხვდე ზამთრის სუსხს, რომლის ზემოქმდებაც ასევე აისახება შენს კანზე.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: