საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდა. ქალაქ სკოპიეში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

უგოლო და მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა. 75-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელია ორ მეტოქეს ტექნიკური მოძრაობით გასცდა და ახლო მანძილიდან ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების უპირატესობით გაგრძელდა. 85-ე წუთზე მაკედონიელთა კარში მეორე გოლი გავიდა, ნიკა კაჭარავამ ყაზაიშვილის დარტყმულს დაამატა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა.

მატჩის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. დამატებულ მესამე წუთზე ჩვენი ნაკრების კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. დარტყმა ზუსტად ეზგიან ალიოსკიმ შეასრულა.

მომდევნო მატჩი ორივე გუნდს ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ აქვს და ის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - 12 ნოემბერს, თბილისში, საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ევრო 2020-ის ფინალში ხვდებიან. გამარჯვებული ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.