თმა თითოეული ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი სამკაულია, შესაბამისად, ის ყოველდღიურად, ფრთხილ ზრუნვას მოითხოვს. იმისთვის, რომ ჩვენს თმას ჰქონდეს ჯანმრთელი, მბზინავი იერი, ადვილად დასავარცხნი და დასამორჩილებელი იყოს, აუცილებელია სპეციალური ბალზამის წასმა დაბანის შემდეგ.

ხარისხიანი ბალზამის შეძენა ახლა ნებისმიერ მაღაზიასა და აფთიაქშია შესაძლებელი, თუმცა სპეციალისტები გთავაზობენ, რომ საკუთარი ხელით მოამზადო ბუნებრივი ბალზამი სახლის პირობებში. ეს დაგეხმარება იპოვო სწორი ფორმულა შენი თმის ტიპისთვის.

მცენარეული ბალზამი

მცენარე ყოველთვის სანდოა, ამიტომ მცენარეული ბალზამი უკვე მრავალი წელია ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია.

მცენარეული ნაყენის დამატება ნებისმიერ ბალზამში შეგიძლია. თმის მოვლისთვის ასევე შესაძლებელია მცენარეული ზეთების გამოყენებაც.

სახლში ბალზამის დასამზადებლად დაგჭირდება:

  • მცენარეული ნაკრები თმისთვის (შეგიძლია მოიძიო ნებისმიერ აფთიაქში);
  • მცენარეული ან ზეითუნის ზეთი. 1 ს.კ. მცენარეს ასხამენ ნახევარ ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთს. ნარევს ათავსებენ მინის ჭურჭელში, ინახავენ ბნელ და გრილ ადგილას 2 კვირის განმავლობაში.

ბალზამი უნდა წაისვა თმის ძირებიდან ბოლოების მიმართულებით, გაიჩერო 40-60 წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ არ გამოიყენო შამპუნი. უბრალოდ, თბილის წყლით ჩამოიბანე.

გვირილის ბალზამი

გვირილა ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა და აქვს დამამშვიდებელი თვისებები. გვირილის ბალზამი გაგიქრობს ქავილს, გაღიზიანებას, გამონაყარს, ქერტლს და ასევე დაგეხმარება სებორეის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გვირილა თმას აბრეშუმისებრ და პრიალა იერს მიანიჭებს, მისი ინტენსიური გამოყენება კი ნათელ ოქროსფერს შესძენს თმას.

კალენდულას ბალზამი

კალენდელა საუკუნეების განმავლობაში ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. კალენდულა სასარგებლოა მათთვის, ვისაც დაზიანებული აქვს თმის ძირები და გაუხეშებული ბოლოები ხშირი შეღებვის გამო.

ბალზამი პიტნით ან ლიმონით

დაუმორჩილებელი თმისთვის პიტნის ან ლიმონის ბალზამი გამოიყენე. ისინი ასევე ხელს უწყობენ კანის პრობლემების მოგვარებას, მათ შორის ქერტლისგან გათავისუფლებასაც. სხვა მნიშვნელოვან ღირებულბებთან ერთად, პიტნაში შემავალი მენთოლი, რომელსაც სასიამოვნო არომატი გააჩნია, ამშვიდებს ნერვებს და გიცავს გაღიზიანებისაგან.

ხილის ბალზამი

ხილი შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს თმას.

ბალზამი "ხილის ნაზავი"

დაგჭირდება:

  • ბანანი;
  • ვაშლი;
  • ატამი;
  • ფორთოხალი ან ლიმონი;

დამზადების წესი:

გახეხე ბანანი და დაამატე მას ვაშლის რბილობი, კარგად აურიე ნარევი და დაფარე ფორთოხლის წვენით 1: 1: 4 თანაფარდობით.

ამის შემდეგ 1 ჩ /კ მიღებული მასა დაამატე ბალზამს. ნარევი წაისვი სუფთა დაბანილ თმაზე და ჩამოიბანე 20-25 წუთის შემდეგ.

ბანანი შეიცავს კალციუმს, ვაშლი შეიცავს რკინას, ხოლო ფორთოხალი ვიტამინ C- ს. ეფექტური საშუალება გამოიყენება ანთებითი გამონაყარის წინააღმდეგ და ცხიმების ჭარბი გამოყოფის შესამცირებლად. ჩამოთვლილი ხილის კომბინაცია შენს კანს ჯანმრთელ და ახალგაზრდულ იერს მიანიჭებს.

თმის ბალზამი ,,ძლიერი თმა“

გამამკვრივებელი ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდება:

  • 2 ს.კ. ლ აბუსალათინის ზეთი;
  • 2 კვერცხი;
  • 1 ს.კ. ლ ვაშლის ძმარი;
  • 3 ს.კ. ლ შამპუნი.

ათქვიფე ყველა ინგრედიენტი, გარდა შამპუნისა, სანამ გლუვი გახდება და შემდეგ დაამატე შამპუნი. წაისვი სუფთა, ნესტიან თმაზე და შემოიხვიე პოლიეთილენის პარკი. ჩამოიბანე თბილი წყლით 5 წუთის შემდეგ.

თმა გახდება გლუვი, აბრეშუმისებრი, მიიღებს ჯანმრთელ, ბრწყინვალე იერს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: