ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე უძღვებოდა, რომელმაც ღონისძიებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა.

წლევანდელი ბათუმობა წინა წლების ღონისძიებებისგან განსხვავებული იქნება.

ბათუმობის დღესასწაული პირველ სექტემბერს, 14:00 საათიდან, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც მე-19 საუკუნის ბათუმი გაცოცხლდება.

ბათუმობისთვის ქუჩები სპეციალურად მოირთვება 1900-იანი წლებისთვის დამახასიათებელი აბრებით, აფიშებითა და ბილბორდებით.

ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე სპექტაკლები და კოსტიუმირებული წარმოდგენები გაიმართება.

ბათუმობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 20 საათზე, პიაცაზე, დასკვნითი გალაკონცერტით დასრულდება.

პრესკონფერენციას მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, მერიის კულტურის ცენტრის, ასევე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გადაცემის "დილა შენთვის" სტუმარმა, ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ დეტალურად ისაუბრა წლევანდელი ბათუმობის აქტივობებზე, რომელიც წინა წლებისგან რადიკალურად განსხვავებული და უფრო მეტად შთანმბეჭდავი იქნება.

გადაცემის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მედიაპორტალ 4U.GE ოფიციალურ გვერდზე.

გთავაზობთ გასული წლების ბათუმობის ფოტოებს

ბათუმობა

ბათუმობა

ბათუმობა

ბათუმობა

ბათუმობა

ბათუმობა

ბათუმობა

ბათუმობა

ბათუმობა

ბათუმობა

ლელა სურმანიძე

ლელა სურმანიძე

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: