ჩინური გაზაფხულის ფესტივალის მოგზაურობის პიკი, რომელიც წლიურად ადამიანების ყველაზე დიდი მიგრაციით არის ცნობილი, ხუთშაბათს დაიწყო.

ჩინური ახალი წელი, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, ორ კვირაში დაიწყება. თუმცა, ეს უკვე ემიგრანტი მომუშავეებისთვის და სტუდენტებისთვის იმის ნიშანია, რომ სახლში დაბრუნდნენ.

ოფიციალურ სტატისტიკებზე დაყრდნობით, მომდევნო 40 დღეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2.98 მილიარდს მიაღწევს, აქედან 390 მილიონი ქვეყნის რკინიგზის ქსელით ისარგებლებს. წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 8.8%-ით გაიზარდა.

ჩინეთის რკინიგზის კორპორაცია საგზაო მოძრაობის მაღალი მოცულობის დასაძლევად, ფესტივალის დაწყებამდე, დამატებით 576 მატარებელს დანიშნავს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ფესტივალის პერიოდში მატარებლების საშუალო რაოდენობა 15%-ით გაიზრდება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: