ტექნოპარკში FABtalks-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი თემა - დიზაინ ფიქრი და იდეების გენერირება იყო.

მოწვეულმა სტუმარმა, საერთაშორისო გამოცდილების მქონე სამრეწველო დიზაინერმა ლადო კობახიძემ ისაუბრა დიზაინ ფიქრზე და კონკრეტული მაგალითებით განიხილა თუ როგორ ხდება ფიქრის მეშვეობით დიზაინის / სიახლის შემუშავება და დანერგვა.

დიზაინ-ფიქრი არის პროცესი, რომელიც თანამედროვე კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ფიქრისა და კეთების ახალი გზები იპოვონ. მისი გამოყენება არ არის შეზღუდული რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიაში ან სფეროში.