მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზე აღმოჩნდა. ქვეყანა საუკეთესო ათეულშია და ბიზნესის კეთების სიმარტივით ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი (მე-8 ადგილი), ნორვეგია (მე-9 ადგილი), შვედეთი (მე-10 ადგილი), გერმანია (მე-22 ადგილი) და კანადა (მე-23 ადგილი).

Related Articles

  • World Bank to support reforms in Georgia

რეიტინგის პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: ლიდერი ახალი ზელანდიაა. მეორე ადგილს სინგაპური იკავებს, მესამე ადგილზე კი ჰონგ-კონგია.

ბიზნესის კეთების რეიტინგს მსოფლიო ბანკი 2003 წლიდან აქვეყნებს. კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანა მონაწილეობს.