ყურადღება მიაქციე შენი საყვარელი სუნამოების შენახვის ხანგრძლივობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყოველთვის ახერხებ მათ გამოყენებას დღის მანძილზე.

რა მოხდება, თუ არ გაითვალისწინებ რჩევას მისი შენახვის წესის შესახებ?

რატომ ქრება შენი საყვარელი სუნამოს სურნელი დროთა განმავლობაში და როგორ ზემოქმედებს მასზე დრო?

გაითვალისწინე, რომ დროთა განმავლობაში, ნებისმიერი სუნამო განიცდის ცვლილებებს. მაგრამ, თუ სწორად იზრუნებ შენს "სურნელოვან" პარფიუმზე და ფრთხილად შეინახავ მას, თავიდან აიცილებ მისი სურნელის გაქრობას.

L'Oreal Luxe- ს ექსპერტი და პარფიუმერიის ტრენინგის მენეჯერი, ვიქტორია პოპკოვა, გასწავლის, როგორ შეინახო სუნამო ისე, რომ მისი ხარისხი და სურნელი ხანგრძლივად შენარჩუნდეს.

ექსპერტის აზრით, პარფიუმერიის საშუალო შენახვის ვადა სამიდან ხუთ წლამდეა. ამასთან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვადაგასული სურნელის გამოყენება არ შეიძლება. პარფიუმერული კომპოზიციები, განსაკუთრებით სუნამო, ინარჩუნებს უნიკალურ თვისებებს უფრო დიდხანს, ვიდრე კრემები ან ტუჩსაცხები. არომატული კომპოზიციის გარდა, მათში ასევე შედის ალკოჰოლი - ე.წ. შესანიშნავი კონსერვანტი.

თუ გსურს სურნელს ხანგრძლივი სიცოცხლე შეუნარჩუნო, უნდა დაიცვა რამდენიმე მარტივი წესი:

  • სუნამოს ბოთლები შეინახე ბნელ ადგილას, მზის პირდაპირი შუქისგან მოშორებით. რადგან ნეგატიური გამოსხივება ანადგურებს სუნამოს შემადგენელი ელემენტების მოლეკულურ სტრუქტურას;
  • აკონტროლე ტენიანობა და ტემპერატურა იმ ოთახში, სადაც სუნამო ინახება. ოპტიმალური პირობები: ოთახის ტემპერატურა 20-დან 25 გრადუსამდე, ტენიანობა 70%-მდე მერყეობს. სხვათა შორის, აბაზანა არ არის შესაფერისი ადგილი სუნამოების კოლექციის შესანახად;
  • არ შეანჯღრიო ბოთლი. მაგალითად, თუ სუნამო ხუთ წელზე მეტი ხნის წინ შეიძინე ან გაჩუქეს , მაშინ ის ნამდვილად არ უნდა ინახებოდეს მაგიდის უჯრაში და ა.შ. რადგან ხშირი მოძრაობის დროს ის იმღვრევა და საბოლოოდ ნივთიერებების ერთმანეთში გადასვლით სურნელის დაკარგვამდე მიდის.
  • გახსოვდეს სუნამოს თავსახური. იმისთვის რომ არ შევიდეს ჰაერი და არ მოხდეს მისი არომატების აორთქლება. თუ იყენებ ჭურჭლის სახით სპრეის ბოთლს, მაშინ ეს პრობლემა შენზე ნაკლებად იმოქმედებს: სპრეის მჭიდრო ფიქსაცია არ აძლევს ჰაერს გასვლის საშუალებას და არ იძლევა კომპონენტების აორთქლების საშუალებას. თუ იყენებ რეგულარული ბოთლს შემავსებლს, დარწმუნდი, რომ თავსახური ყოველთვის მჭიდროდ იყოს დაცული.
  • იმ შემთხვევაში, თუ ,,ვინტაჟური“ სურნელის მქონე სუნამოებს აგროვებ, მაშინ გახსოვდეს, რომ როდესაც ასეთი კომპოზიციები დიდხანს ინახება (10-15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), ზედა ნოტების მისგან აორთქლება ხდება. ყველაზე ხშირად ეს ეხება ციტრუსს და ხილის ნოტებს. შესაბამისად, სქელი და მკვრივი კომპოზიციის მქონე არომატი, ტყის, ფისოვანი, ეთერზეთოვანი სუნამოები და მათი აკორდების უპირატესობა, ინახება ბევრად უკეთესად და ხანგრძლივად, ვიდრე სხვები. ამიტომ მანამ სანამ საკოლექციოდ სხვადასხვა სურნელის მქონე სუანმოებს შეარჩევ გაითვალისწინე სპეციალისტის რჩევა ან ისეთ ტიპის სუნამო შეარჩიე რომელიც იქნება შედარებით ბლანტი და ეთერზეთოვანი.