ედგარ დეგა, იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვარი და სკულპტორი, საფრანგეთში, პარიზში, 1834 წლის, 19 ივლისს დაიბადა.

ედგარ დეგა

ედგარ დეგა

მოულოდნელი და განსხვავებული კადრების საშუალებით დეგა ნამდვილ გამომგონებლად იქცა. მხატვარს განსაკუთრებით იზიდავდა მოცეკვავე ქალების თემა, რომელსაც შეულამაზებელი რეალობით გადმოსცემდა ტილოზე.

ფერები, მოძრაობა და სხეულის აგებულება მხატვრის უპირველესი ინტერესის წყარო იყო. სალონური მხატვრებისგან განსხვავებით, დეგამ უარი თქვა ანტიკური ცხოვრების იდეალიზაციაზე და გრძნობები ტილოზე გამოხატა ისე, რომ რაც შეიძლება რეალური ყოფილიყო.

ის საათობით აკვირდებოდა და სწავლობდა ბალერინების მძიმე შრომას სცენის მიღმა, რაც არაერთხელ გამხდარა მისი შთაგონების წყარო. ასე შეიქმნა მისი ნახატების მრავალრიცხოვანი სერია, სახელწოდებით: "საცეკვაო კლასი“, „მოცეკვავეები ცისფრებში“, „ვარსკვლავი“, „რეპეტიცია ფოიეში“ და ა. შ.

ედგარ დეგა.

ედგარ დეგა. "რეპეტიცია ფოიეში"

იმპრესიონიზმი - რეალობა, სინათლე და მარადიულობა

მიმდინარეობა ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში, 1874-1886 წლებში. იმპრესიონისტი მხატვრები ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ სიუჟეტს თავიანთი ტილოებისთვის. ისინი რეალობას პირადი ხედვის საშუალებით აძლევნდნენ მიმართულებას.

ისინი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.

იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემენ.

ისინი არ ეძებდნენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო. პირიქით, ცდილობდნენ რეალობა შეულამაზებლად გადმოეცათ.

ედგარ დეგას

ედგარ დეგა. "თმის ვარცხნა"

ედგარ დეგა "თმის ვარცხნა"

მხატვარმა ნახატი სახელწოდებით "თმის ვარცხნა", დაახლოებით, 1896 წელს შექმნა. მან ნახატისთვის წითელი, თბილი ფერის ტონალობა გამოიყენა, რათა მყუდრო და ინტიმური გარემო სრულად გადმოეცა.

სივრცე, სადაც ორი ქალი იმყოფება, ორაზროვანია. ვერ გადმოსცემ, ზუსტად რა ტიპის ოთახში იმყოფებიან ისინი. ერთადერთი მინიშნება, რომელიც მხატვარმა მარცხენა ზედა ნაწილში დაგვიტოვა, არის ფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ოთახის დანარჩენი ნაწილის მსგავსად ისიც წითელია, ფარდა მაინც ცალკეულ დეტალად გამოიყურება.

წითურთმიანი ქალი თმის ვარცხნის პროცესში აშკარად სავარძელში ან საკმზე ზის, თუმცა ეს უკანასკნელი არ ჩანს. ქალის სხეული ბუნებრივად ერწყმის გარემოს ისე, რომ ვერანაირ გამოკვეთილ ფერს და ფიგურას ვერ ვხედავთ.

მაგიდაზე ყვითელი ფუნჯი დევს. ქალს, რომელიც თმას ვარცხნის მეორე ქალს, მოწყენილად გამოიყურება, ერთ ხელში თმა უჭირავს, ხოლო მეორეში - სავარცხელი, რომელსაც კბილებიც კი არ აქვს.

და თუ ნახატს კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ ყველაფერი მაქსიმალურად გამარტივებულია. ნახატის ნახვის შემდეგ ამაში კიდევ ერთხელ რწმუნდები და იმეორებ ფრაზას - ,,ყველაფერი მარტივი გენიალურია“.

ნახატი ლონდონის ეროვნულ გალერეაში ინახება.