საოცნებო პლაჟები, აბრეშუმის თბილი ზღვები, მომაჯადოვებელი პეიზაჟები და დაუვიწყარი ტროპიკული ვოიაჟები. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უნატრია დასვენება ოქროსფერი ქვიშის სანაპიროზე. გთავაზობთ თვალწარმტაც ადგილებს, სადაც დასვენება დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ.

  1. ბორა ბორა.
.

.

ვისთვის ოცნება, ვისთვის წარმოსახვითი საოცრება და ვისთვისაც ახდენილი ოცნება. ეს ბორა ბორას ულამაზესი კუნძულია, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს. ბორა ბორა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, განთქმულია თავისი მდიდრული აკვა-კურორტებით. ადრე ამ კუნძულს „პორა-პორა-მაი-ტე-პორა“ ეწოდებოდა, რომელიც „ღმერთების მიერ შექმნილს“ ნიშნავს. კუნძულის ეკონომიკა ძირითადად ტურიზმს ემყარება. კუნძულზე არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაადგილებისთვის რეკომენდირებულია გასაქირავებელი ველოსიპედები და მანქანები.

  1. პორტ დუგლასი, ავსტრალია
.

.

პორტ დუგლასი იდეალურია თავგადასავლების მოყვარულთათვის. მაღალგანვითარებული ქალაქი გთავაზაობთ დაისვენოთ კონფორტულად, ისე, რომ არ მოიწყენთ. ძველად ეს ქალაქი თევზჭერით გამოირჩეოდა, დღეს კი ტურისტულ ზონას წარმოადგენს. კუნძულზე შეხვდებით მღვიმეებსა და ჩანჩქერებს, მემკვიდრეობის ძეგლებს. ქალაქის ქუჩები გაფორმებულია მანგოსა და პალმების ხეებით. ასევე მაღალი კლასის კაფეებითა და მაღაზიებით, სასეირნო პარკებით, სავაჭრო ცენტრებითა და ატრაქციონებით. კუნძული გთავაზობთ ზღაპრულად გაატაროთ უქმეები.

  1. ვირჯინიის კუნძულები
.

.

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები . ეგზოტიკური კუნძული მათვისაა ვინც ცურვისა და ექსტრემის მოყვარულია. წყალქვეშა სამყაროს დათვალიერება შესაძლებელია ნებისმიერი ტურისტისთვის. შესანიშნავი ადგილია იალქანსპორტისთვის, თევზჭერისა და დასვენებისთვის.

  1. იამაიკა
.

.

კუნძული პირველად ესპანელებმა აღმოაჩინეს. ის სხვა კუნძულების მსგავსად მრავლფეროვნებითა და ეგზოტიკურობით გამოირჩევა. მისი ტროპიკული ბუნება არავის გულგრილს არ დატოვებს. იამაიკაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ტრადიცია არსებობს. მაგალითად: შეხვედრა და მისალმება, ინდუსტრიული ხელოვნება, სადილის ეტიკეტი და ა.შ. იამაიკა არა მარტო სასიამოვნო დასვენებას გპირდებათ, არამედ საინტერესო კულტურის გაცნობასაც.

  1. ფლორიდა-კისი
.

.

მარჯნის კუნძულებისგან შემდგარი არქიპელაგი აშშ-ის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარეობს. ეგზოტიკური გარემო, ბუნება, ქვიშა და დაუვიწყარი სანახაობა დღე-ღამეში 6 500 დოლარი დაგიჯდებათ. კუნძულის გასაყიდი ფასი კი 11 500 000 დოლარია.