ჩინეთმა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შეჩერებასთან დაკავშირებული ძალისხმევა გააძლიერა. გთავაზობთ ამ მუშაობის კონკრეტულ შედეგებს:

-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის კომიტეტმა კვირას განაცხადა, რომ ქვეყნის პროვინციალური დონის 31 ადმინისტრაციული ერთულისგან და სინძიანის საწარმოო-სამშენებლო კორპუსისგან ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დადასტურებული შემთხვევის შესახებ 2656 შეტყობინება მიიღო. გარდა ამისა, ვირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვს 89 ადამიანი შეემატა.

ჩინეთის შიდა რაიონებში ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 198 მიაღწია, საიდანაც 811 გარდაიცვალა.

Related Articles

-ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გუშინდელი დღის მდგომარეობით, საავადმყოფოებიდან საერთო ჯამში 2649 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი

-ადგილობრივი უწყებების ცნობით, ცენტრალური ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ინფიცირების 2147 ახალი შემთხვევა და 81 სიკვდილი დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი პარასკევს დაფიქსირებული შემთხვევების მაჩვენებელზე 694-ით ნაკლებია.

-უხანში ახლადაშენებულმა „ლეიშენშანის“ საავადმყოფომ 8 თებერვალს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების პირველი ჯგუფი მიიღო. ორი დროებითი საავადმყოფო - „ლეიშენშანი“ და „ხოშენშანი“ 2600 პაციენტზეა გათვლილი.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: