5 საინტერესო ფაქტი ფეხბურთზე:

1. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა, ფრანგი მხატვრის ფაბრის პიალოს მიერ შექმნილი მამალი ფუტიქსი იქცა. ეს თილისმა ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. 1998 წლის თასი ჩემპიონატის მასპინძლებმა მოიგეს.

2. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თილიმები იყვნენ ატო, კაზი და ნიკი, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების პირველი თილისმები გახდნენ. ესენი არიან ყვითელი, ლურჯი და იისფერი გამოგონილი არსებები, რომლებიც კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით შეიქმნა.

3. 2010 წლის მსოფლიო ჩემპონატის თილისმა სახელად ზაკუმი, წარმოიშვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო აღვნიშვნიდან (ZA) და სიტყვისგან kum, რომელიც ზოგიერთ აფრიკულ ენაში ათიანს ნიშნავს. ზაკუმის თმები მწვანე ფერშია შეღებილი, რათა ფეხბურთის მოედნის ფონზე შენიღბულიყო. ლეგენდის თანახმად, ზაკუმი 1994 წლის 16 ივნისს დაიბადა, ანუ იმ წელს, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დემოკრატია დამყარდა.

4. 2014 წელს ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა ჯავინოსანი ფულეკო (Fuleco) იყო. სახელი წარმოიშვა სიტყვა „ფუტბოლ“-ის პირველი ორი და ბოლო ასოსგან, რომლებსაც დაემატა eco (ecologia). ფულეკოს ძალიან უყვარს ცეკვა, ის ასრულებს ადგილობრივი ცეკვებისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს (მაგალითად, ფულეკოს სამბას). ცეკვის დროს ის იღებს მრგვალ ფორმას და ბურთს ემსგავსება.

5. ბრაზილიური საფეხბურთო გუნდი „კაკოვა“, რომელსაც საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა, მოულოდნელად დაშალეს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე. საქმე იმაშია, რომ გუნდი ძირითადად პოლიციელებისგან შედგებოდა და მატჩების დროს სტადიონზე პოლიციელის ფორმაში ჩაცმული უამრავი გულშემატკივარი მოდიოდა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: