5 საინტერესო ფაქტი ფეხბურთზე:

1. 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობიდან 9 თვის შემდეგ, გერმანიაში, ქვეყნის შობადობის მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.

2. „ნოტინგემ ფორესტსა“ და „ლესტერ სიტის“ შორის გამართულ ერთ-ერთ თამაშზე თოვლი და ქარბუქი იმდენად გაძლიერდა, რომ გუნდებმა თამაში შეწყვიტეს, მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ მეკარე გასახდელში არ იყო. მცირე ხნის ძებნის შემდეგ ის კარებში მდგარი იპოვეს და აუხსნეს, რომ თამაში დიდი ხანია შეწყდა, მან კი განაცხადა: „მეც არ გამიკვირდა, საიდან აღმოაჩნდათ ჩვენს თავდამსხმელებს ასე უეცრად სისწრაფე?“

3. 50-იან წლებში ირანის ალ ჰარვასის რაიონში, რომელიც სპარსეთის ყურესთან ახლოს მდებარეობს, მსაჯებს განსაკუთრებული უფლებები მიანიჭეს. ისინი მოედანზე არა მხოლოდ სასტვენით, არამედ რეზინის ხელკეტებით ცხადდებოდნენ, ანუ მათ გაფრთილებასთან ერთად ფეხბურთელების ცემის უფლებაც ჰქონდათ. როგორც ამბობენ ამ რაიონში მატჩები ძალიანაც კორექტუალად მიმდინარეობდა.

4. ნეაპოლელმა ჯოვანი მანინიმ თამაშზე მოსახვედრად ორიგინალური ხრიკი მოიფიქრა, თამაშამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და დრო ფაქტობრივად არ რჩებოდა, როცა მან გულის შეტევა გაითამაშა, რადგან იცოდა, რომ უახლოესი მედპუნქტი სტადიონის ტრიბუნებთან იყო, როგორც კი მედდებმა სასწრაფოს მანქანის კარები გააღეს ჯოვანი გადმოხტა მანქანიდან და გულშემატკივრების ტალღას შეერია.

5. 1998 წელს მადრიდის რეალის მწვრთნელად ხოსე ანტონიო კამაჩო დაინიშნა - ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავი. მან თანამდებობა 23 დღეში დატოვა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: