5 საინტერესო ფაქტი ფეხბურთზე:

1. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იმართებოდა, სტადიონზე 750,000 ლიტრზე მეტი ლუდი გაიყიდა.

2. ცნობილია ორი შემთხვევა, როდესაც არბიტრებმა წითელი ბარათი საკუთარ თავს უჩვენეს: ენდი უეინი, რომელიც იყო „პიტერბორო ნორტ ენდ“- „როიალ მეილის“ მატჩის მსაჯი და მელვინ სილვესტრი მატჩზე „საუტჰემპტონ არმს“- “ჰერსბორნ ტარანტ ბრიტიშ ლეგიონ“. პირველმა თამაშის დროს საკუთარი თავი გააძევა მოედნიდან, რათა თავიდან აერიდებინა კონფლიქტი მეკარესთან, მეორემ კი საკუთარი თავი ერთ-ერთ მოთამაშესთან ჩხუბის გამო გააძევა.

3. 1959 წელს გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში სტადიონის ადმინისტრაციამ ხელბურთის და ფეხბურთის მატჩები შეცდომით ერთ დროს დანიშნა. გუნდებმა ერთმანეთს არ დაუთმეს და ორივე მატჩი ერთდროულად ჩატარდა. მოედანზე ოთხი გუნდი და ორი ბურთი იყო.

4. ისრაელის პარლამენტში 36-ჯერ გაიგზავნა სააპელაციოდ კანონპროექტი, რომლის მიხედვით ნებადართული უნდა ყოფილიყო შაბათობით საფეხბურთო მატჩების ჩატარება. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა უკვე მეშვიდე წელია მიმდინარეობს.

5. ბოტსვანას ეროვნულ გუნდს საკუთარი არსებობის 28 წლის მანძილზე ჯერ არცერთი საერთაშორისო მატჩი არ მოუგია. გუნდში 50-ზე მეტი მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, რომელთა შორის 4 ყოფილი საბჭოთა სპორტსმენი იყო.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: