5 საინტერესო ფაქტი ფეხბურთზე:

1. 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს კანადა, შეერთებული შტატები და მექსიკა ერთობლივად უმასპინძლებენ. მსოფლიოს ჩემპიონატი ერთდროულად 3 ქვეყანაში აქამდე არასდროს ჩატარებულა.

2. თამაშში სახელწოდებით „აკსაკ ტუკი“ ინუიტები ბურთს ყინულზე თამაშობდნენ, რომელიც თივით, ხავსით და ცხოველების ბეწვით იყო დაფარული.

3. ინგლისური კლუბის „შრიუსბერი თაუნის“ საფეხბურთო მოედანი მდინარესთან იყო განლაგებული. სანამ პენსიაზე გავიდოდა, ანუ 1986 წლამდე გულშემატკივარი ფრედ დევისი მდინარეში ჩავარდნილ ბურთებს იღებდა და მოედანზე აბრუნებდა. ერთ სეზონში მან მდინარიდან 130 ბურთი ამოიღო.

4. იან ვან კუკმა - ჰოლანდიური გუნდის „ფეიენორდის“ გულშემატკივარმა 1998-1999 წლებში საფეხბურთო სეზონის ორი ბილეთი შეიძინა - ერთი თავისთვის, ხოლო მეორე თავის ძაღლს - ბო-ს უყიდა.

5. ევრო 2000-ის დროს ჰოლანდიის პოლიციამ გულშემატკივარი დააკავა იმის გამო, რომ მან დაქირავებული სახლი მთლიანად ნარინჯისფრად, ჰოლანდიის გუნდის ფერში შეღება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: