5 საინტერესო ფაქტი ფეხბურთზე:

1. ფეხბურთელების მაისურებზე ნუმერაცია უკვე 90 წელია არსებობს - პირველად ციფრები 1928 წელს ჩელსისა და არსენალის მაისურებზე დაიტანეს.

2. 1950 წელს ინდოეთმა ოფიციალურად უარი განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოთამაშეებს ფეხშიშველი თამაში აუკრძალეს.

3. 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პელემ დუბლი შეასრულა და გული ისე აუჩუყდა, რომ ექიმების დახმარება დასჭირდა.

4. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ინგლისში საფეხბურთო თასი მოიპარეს. ძებნაში პოლიციასთან ერთად სკოტლანდ-იარდიც ჩაერთო. თუმცა თასი რამდენიმე დღეში ლონდონის ბაღში ბუჩქებში ძაღლმა სახელად პიკლზმა იპოვა, რომელსაც პატრონი ასეირნებდა. გამარჯვების შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის ბანკეტზე პიკლზიც მიიწვიეს და ფეხბურთელების თეფშებიდან "საპატიო" ნარჩენებიც დააგემოვნა.

5. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯოვანი ელბერმა "შტუტგარდის" შემადგენლობაში თამაშის დროს ერთხელ ყვითელი ბარათი მიიღო მსაჯთან საუბრის გამო. მეორე ტაიმზე მან დემონსტრაციულად წითელი წებოვანი ქაღალდი პირზე აიკრა და და მოედანი დატოვა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: