5 საინტერესო ფაქტი ფეხბურთზე:

1. მექსიკის პოლიციის ანგარიშის თანახმად, მექსიკაში კრიმინალის დონე მაშინ მცირდება, როცა ხავიერ ჰერნანდესის თამაში მიმდინარეობს.

2. ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის, ერიტრეის საფეხბურთო გუნდის შემადგენლობა ყოველი საზღვარგარეთის მატჩის შემდეგ იცვლება. საქმე იმაშია, რომ მისი მოთამაშეები სრული შემადგენლობით რჩებიან მასპინძელ ქვეყანაში, როგორც კი საზღვარს კვეთენ. ერთხელ მათთან ერთად არალეგალურად ქვეყანაში მათი გუნდის ექიმიც კი დარჩა.

3. 2011 წლის აგვისტოში კიმ ჩენ ხუნის ხელისუფლების ბრძანებით ჩრდილოეთ კორეის შესარჩევი გუნდის მწვრთნელი საკონცენტრაციო ბანაკში დღეში 14 საათი ფიზიკური სამუშაოს შესასრულებლად გაამწესეს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გუნდის 0-7 წაგებაში პასუხიმგებლად სწორედ მწვრთნელი გამოაცხადა. ფხენიანში ფეხბურთელები მთელი დღე დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მწვრთნელმა დანაშაული საკუთარ თავზე აიღო.

4. არსებობს სამმხრივი ფეხბურთი - დანიელმა მხატვარმა ასგერ იორნმა 1990-იან წლებში მოიფიქრა სამმხრივი ფეხბურთი, რომელშიც სამი გუნდი თამაშობს ექვსკუთხა მოედანზე. გამარჯვებულად ითვლება არა ის გუნდი ვინც მეტს გაიტანს, ა რამედ ის, ვინც მეტს დაიჭერს. მხატვარი მიიჩნევდა, რომ ამით ტრადიციულ ფეხბურთს უფრო ფილოსოფიურ ელფერს მისცემდა.

5. ფილოსოფოსი და მწერალი ალბერ კამიუ 1920-იან წლებში ალჟირის გუნდის შემადგენლობაში მეკარედ თამაშობდა. მან ერთხელ დაწერა: „ყველაფერი, რაც ვიცი ფეხბურთის დამსახურებაა.“

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: