5 საინტერესო ფაქტი ფეხბურთზე:

1. წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა არის მგელი სახელად „ზაბივაკა“. რუსეთის მოსახლეობამ აღნიშნული თილისმა ინტერნეტში ჩატარებული საერთო კენჭისყრით აირჩია. ის სტუდენტმა-დიზაინერმა ეკატერინე ბოჩაროვამ შექმნა. მგელს აცვია რუსეთის სახელმწიფო დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისური წარწერით Russia 2018 და ნარინჯისფერი სპორტული სათვალე უკეთია.

2. ხულიო იგლესიასი ახალგაზრდობაში მადრიდის „რეალის“ მეკარე იყო, თუმცა მისი საფეხბურთო კარიერა 20 წლის ასაკში შეწყდა, როდესაც ის ავტოკატასტროფაში მოყვა და 3 წელი საავადმყოფოში გაატარა. მას ფეხები პარალიზებული ჰქონდა და მხოლოდ ხელებს ამოძრავებდა.

3. პოლონეთის ქალაქ ბიდგოშში საკმაოდ საინტერესო მატჩი შედგა, რომელმაც უამრავი მაყურებელი მოიზიდა. ადგილორივი გაზეთების რეპორტიორები ხვდებოდნენ გუნდს, რომელიც ერთი ოჯახის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ამ გუნდში მხოლოდ კალატოზ ოსინსკის ვაჟიშვილები თამაშობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 11-მა ვაჟმა, რომელთა ასაკი 15-დან 28 წლამდე იყო, თამაში წააგო, გულშემატკივრები მხურვალე ტაშით შეხვდნენ გუნდის „შემქმნელს“.

4. ბუენოს-აირესის სტადიონზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის მიზანი იყო, დაემტკიცებინათ უცოლო ფეხბურთელების უპირატესობა ცოლიანებზე. ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა, სანამ ცოლიანების კარში პენალტი არ დაინიშნა. 11-მეტრიანის დროს მოედანზე ცოლები გამოვარდნენ, რომლებმაც მსაჯს ფიზიკური შეურაცხჰყოფა მიაყენეს და გამარჯვება საკუთარ მეუღლეებს მიაკუთვნეს.

5. ბრაზილიელ მცველს პინეიროს „საკუთარ კარში გატანილი გოლების რეკორდსმენს“ უწოდებდნენ. მარტო ერთ სეზონში მან საკუთარი გუნდის კარში 10 გოლი გაიტანა. თავდასხმაში გადაყვანის შემდეგაც პინეირომ პირველივე მატჩში ისევ მოახერხა გოლის გატანა საკუთარ კარში. როდესაც ფეხბურთელი 25 წლის გახდა, თანაგუნდელებმა მას კომპასი აჩუქეს, წარწერით: „გახსოვდეს, მეტოქე მეორე მხარესაა“.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: