ფეიხოა გვიანი შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. მდიდარი გემოს და მრავალფეროვანი ვიტამინების ნამდვილი წყარო გულგრილს არავის ტოვებს.

ფეიხოა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სასარგებლო სეზონური ხილია. მასში შემავალი იოდის შემცველობა ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს, ამიტომ მის მიღებას განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს ურჩევენ ხოლმე.
ფეიხოას ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: С, В1, В2, В3, В5, В6, РР. ასევე, მიკრო და მაკროელემენტებს: იოდს, კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს, თუთიას.
ხანგრძლივი კვლევების შედეგად, მის კანში აღმოჩენილი მძლავრი ოქსიდანტის შემცველობის გამო, ფეიხოა სიმსივნური პროცესების ერთ-ერთ საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებას წარმოადგენს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი პატარა ალერგიული არ არის, ფეიხოა შეგიძლიათ უკვე 1 წლის ასაკიდან მისცეთ.
1. ფეიხოა საუკეთესოა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.
2. მასში შემავალი იოდი თქვენს პატარას იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებებისგან დაიცავს.
3. ნაყოფი საუკეთესოა იმ პატარებისთვის, რომლებსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ და ხშირად ავადდებიან გრიპით და სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით.
4. ფეიხოა სასარგებლოა ისეთი პრობლემების დროს როგორიცაა გასტრიტი, ყაბზობა და ა.შ.
5. ფეიხოა დიეტური ხილია, მასში შემავალი ადვილად ასათვისებელი ცილების და ცხიმების წყალობით. იგი საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს იმ პატარებისთვის, რომლებიც სიმსუქნისკენ არიან მიდრეკილნი.
6. მისი მიღება კარგია შარდსასქესო და თირკმლის (პიელონეფრიტის) პრობლემის დროს.
7. მის კანს მდუღარე წყალს ასხამენ და იყენებენ ინჰალაციისთვის ბავშვებში სხვადასხვა რესპირატორული დაავადების დროს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: