ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრესს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესის გადადების შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ FIDE შეშფოთებულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელებით და მისი გავლენით ადამიანთა ცხოვრებაზე. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშებისა და მსოფლიოში ინფიცირებულთა ზრდის, აგრეთვე, ტოკიოს ოლიმპიადის გადადების გადაწყვეტილების გათვალისწინებით, FIDE-მ მსოფლიოს 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი ერთი წლით გადადო.

აღნიშნული ღონისძიებები მოსკოვში და ხანტი-მანსიისკში 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კონგრესიც და საჭადრაკო ოლიმპიადაც იმავე ქალაქებში მხოლოდ 2021 წელს გაიმართება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: