აზიაში, 15-25 ივნისს, შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა.

აღსანიშნავია რომ, ფილმების კვირეულმა Belt and Road Initiative ფესტივალის ფარგლებში არაერთ კინოჩვენებას უმასპინძლა.

ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ქართული ფილმის პრემიერა ქ. შანხაიში 22 ივნისს შედგა.

ფილმის სცენარის ავტორი ცნობილი მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძეა.

ასევე, შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიტო ცინცაძის ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მოიპოვა ქართველმა მსახიობმა, სალომე დემურიამ.