ჰოლივუდს წიგნების ადაპტაციების შექმნა რომ უყვარს, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ზოგჯერ შედეგად ვიღებთ იმას, რომ ერთს მოსწონს ფილმი, მეორეს - წიგნი, ზოგს ორივე. მართალია ძალიან რთულია ზუსტად გადმოსცე ნაწარმოების ავტორის შეხედულებები და აზრი ეკრანზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში რეჟისორები აღწევენ იმას, რომ თავად მწერლები აღიარებენ - კინოადაპტაციამ მათ ნაწარმოებზე ბევრად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არსებობს რამდენიმე ფილმი, რომელიც უმეტესობის აზრით მის ლიტერატურულ ვარიანტზე უკეთესია.

"კრავთა დუმილი" (1991)

ენტონი ჰოპკინსი ჰანიბალ ლექტერის როლში

ენტონი ჰოპკინსი ჰანიბალ ლექტერის როლში

მაშინ, როდესაც ტომას ჰარისის „კრავთა დუმილი“ გამოიცა და რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა საუკეთესო ნოველის წოდების ჩათვლით 1989 წელს, კინოადაპტაცია ამ ნაწარმოებისა, რომელშიც ენტონი ჰოპკინსი და ჯოდი ფოსტერი მონაწილეობენ ბევრად უკეთესი გამოვიდა. „კრავთა დუმილი“ იყო მესამე ფილმი, რომელმაც აკადემიის ჯილდოს 5 კატეგორიაში გაიმარჯვა, ესენი იყო: საუკეთესო კინოსურათი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო კინოადაპტაცია.

"ფორესტ გამპი" (1994)

ტომ ჰენკსი ფორესტ გამპის როლში

ტომ ჰენკსი ფორესტ გამპის როლში

ბოლო ოცწლეულის ყველაზე დასამახოვრებელი ფილმი „ფორესტ გამპი“ ტომ ჰენკსის საუკეთესო შესრულებით ნამდვილი კლასიკაა. მაშინ, როდესაც ყველას ახსოვს ფრაზები ფილმიდან, ძალიან ცოტას თუ აქვს წაკითხული წიგნი, რომელზეც ისაა დაფუძნებული.

უინსტონ გრუმის ამავე სახელწოდების ნოველის საფუძველზე შექმნილ ფილმში ვნახულობთ ფორესტ გამპის იმაზე მეტ თვისებას ვიდრე ეს წიგნშია წარმოდგენილი. ფილმმა 6 აკადემიური ჯილდო მიიღო, რითაც პირველადი წყარო დაჩრდილა.

"მებრძოლთა კლუბი" (1999)

ედვარდ ნორტონი და ბრედ პიტი-

ედვარდ ნორტონი და ბრედ პიტი- "მებრძოლთა კლუბი"

„არავინ საუბრობს მებრძოლთა კლუბზე“ - ალბათ ეს ფრაზა ფილმიდან ყველას ახსოვს. ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“ გახდა ჰიტი, როგორც ლიტერატურა. კინოადაპტაციის შექმნამ კი მისი თაყვანისმცემლების აუდიტორია კიდევ უფრო გააფართოვა.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნისგან გარკვეულ ეპიზოდებში რადიკალურად განსხვავდება „მებრძოლთა კლუბი“ ნამდვილი კინოშედევრი გახდა. ეს თვითონ წიგნის ავტორმაც აღიარა.

"მიზერი" (1990)

"კრავთა დუმილი"

ისევე როგორც სტივენ კინგის ნებისმიერი ნოველა, „მიზერი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად მიღებული ნაწარმოები იყო აუდიტორიის მიერ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი ფილმად მალევე გადაიქცა.

ამ ფილმით კეიტ ბეითსმა ოსკარიც მიიღო, სწორედ „მიზერი“ იყო სტივენ კინგის პირველი ოსკაროსანი ფილმი.

"გაქცევა შაუშენკიდან" (1994)

"გაქცევა შაუშენკიდან"

სტივენ კინგის კიდევ ერთი ნოველის ეკრანიზაცია „გაქცევა შოუშენკიდან“ არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.

იმავე წელს თეატრალური დებიუტის შემდეგ ფილმი წარმატებული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე მაღალშემოსავლიანი იყო. ეს ფილმი ყველა დროის საუკეთესო ფილმად აღიარეს. თავად ნოველის ავტორი ამ წიგნს თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევს.

"მექანიკური ფორთოხალი" (1971) - სტენლი კუბრიკის ფილმი

"მექანიკური ფორთოხალი"

ფილმი დაფუძნებულია ენტონი ბერჯესის ამავე სახელწლოდების ნაწარმოებზე. ბევრი მიიჩნევს, რომ კუბრიკის უნიკალური ესთეტიკა ამბის ამ ვერსიას უფრო ეფექტურს ხდის ვიდრე ნოველა. კუბრიკის ბნელი დასასრული უფრო საინტერესოა უმრავლესობის აზრით.

"ნათლია" (1972) – ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმი

შეუდარებელი მარლონ ბრანდო -

შეუდარებელი მარლონ ბრანდო - "ნათლია"

„ნათლია“ ყველასთვის კარგად ცნობილი და ყველა დროის გენიალური ფილმია. მარიო პიუზოს ნოველა რა თქმა უნდა შედევრად მიიჩნევა, თუმცა ფრენსის ფორდ კოპოლამ ის კინემატოგრაფიის თვალსაჩინო ნიმუშად აქცია.

ეს მხოლოდ არასრული სიაა იმ ფილმების, რომლებიც საზოგადოების მხრიდან მიიჩნევა, რომ წიგნზე ბევრად უკეთესია, თუმცა თუ კინო ადამიანს წიგნის კითხვას უფრო შეაყვარებს, დაე რეჟისორებმა მეტი ნაწარმოები გააცოცხლონ კინოს მოყვარულებისთვის!

რადიო JAKO.FM-ის გადაცემის "დილა შენთვის" სტუმარი კინომცოდნე რუსკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ხშირად პოპულარული წიგნი ფილმის გამოცემის შემდეგ იჩრდილება.

რუსკა გიორგაძე - კინომცოდნე, ჟურნალისტი

რუსკა გიორგაძე - კინომცოდნე, ჟურნალისტი

"ასე მოხდა, როდესაც გამოვიდა "შიმშილის თამაშები", წიგნიც ბესტსელერი იყო მაგრამ ჯენიფერ ლოურენსმა იმდენი მოახერხა, რომ წიგნი დაჩრდილა. როდესაც წიგნს აქვს ძალიან მაღალი მხატვრული ღირებულება, აქ ძალიან ფაქიზი ხაზი აქვს გასავლელი რეჟისორს იმიტომ, რომ ძალიან მარტივად შეიძლება მთელი ის დეტალები რაშიც წიგნის ავტორმა ჩადო მთელი იდეა, შეიძლება რეჟისორმა უბრალოდ ვერ გადმოსცეს ეკრანზე. ხოლო, როდესაც ფანტასტიკური ჯანრის წიგნს აცოცხლებს რეჟისორი ეკრანზე ამ შემთხვევაში ძალიან დიდი გასაქანი არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით," - რუსკა გიორგაძე

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: