30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს თბილისში , სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ქალაქების ღამის მერები ექსპერტები და თბილისის მერი ესწრებოდნენ.

ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა, სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ გამოწვევები არსებობს, თუმცა ეს მიმართულება არის სიახლე და ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმება.

ფორუმზე ყველა გამომსვლელმა ღამის ეკონომიკასთან დაკავშირებით საკუთარი ქალაქის გამოცდილება გაუზიარა ქართველ აუდიტორიას.

ფორუმი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა უცნობი ადგილების გამოცოცხლება, ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია, მოქალაქეების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა და თბილისის განსხვავებული კუთხით წარმოჩენა.

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის თქმით ფორუმი ხელს შეუწყობს იმას, რომ უცხოელ ექსპერტებთან ღამის ეკონომიკის სფეროს შესახებ ხედვების მიმოცვლა მოხდეს და თბილისი ბევრად საინტერესო ქალაქად იქცეს.

ფორუმის მედიაპარტნიორები GBTIMES Georgia და რადიოები შოკოლადი, Jako.FM, და Life FM იყვნენ.

ფორუმის ფარგლებში "ელექტროვერგ"-ში გაიმართა NEWON ფესტივალი, სადაც ქართველ ნიჭიერ მუსიკოსებს, DJ-ებს და როკ შემსრულებლებს ჰქონდათ საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალება.

თბილისის ღამის ეკონომიკის ფორუმი / Tbilisi international night economy forum

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: