ბავშვის ფსიქიკა განსხვავებულად მგრძნობიარე და ფაქიზია. სწორედ ამიტომ, მასზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანიც კი დიდ გავლენას ახდენს. ემოციური ფონი, დაძაბული ურთიერთობები, გარემო რომელშიც ყოფნა უწევს... ეს ყველაფერი, შესაძლოა, სამომავლო პრობლემების განვითარების მიზეზად იქცეს.

ემოციურ ფონს და მასთან დაკავშირებულ ნერვულ ქცევებს ყოველთვის აქვს ერთმანეთთან საერთო. ერთ-ერთ ასეთ სახეობას ონიქოფაგია - ფრჩხილების კვნეტა, წარმოადგენს. როგორც წესი, ფრჩხილების კვნეტა 4 წლის ასაკიდან იწყება, ყველაზე ხშირად კი 10-დან 18 წლის ასაკში გვხვდება.

ონიქოფაგიის გამომწვევი შეიძლება ძლიერი სტრესი იყოს. მაგალითად, მშობლების კამათი, დაძაბული მულტფილმი, საშიში ფილმი... ერთი სიტყვით, საკმარისია დაძაბული სიუჟეტი დაინახოს და მას უნებურად ხელი პირისკენ მიაქვს. როგორც წესი, ეს ქცევა გაუცნობიერებელია ხოლმე.

გახანგრძლივებული ონიქოფაგია მიუთითებს ნევროზის ფონზე და, შესაბამისად, ყურადღებას საჭიროებს. პრობლების აღმოსაფხვრელად ხშირად ფიქოლოგის ჩართვა ხდება ხოლმე საჭირო.

მკურნალობის გზები

პირველ რიგში, გაარკვიე, რატომ ნერვიულობს პატარა.

არ დასცინო და არ გაუბრაზდე მას. პირიქით - შეეცადე მშვიდი გარემო შეუქმნა.

როგორც ნებისმიერი ჩვევა, შენს შვილს სჭირდება ძალისხმევა და მოტივაცია, რომ შეაჩეროს ფრჩხილების კვნეტა. მცირეწლოვან ბავშვებში ამ ჩვევის აღმოფხვრა უფრო რთულია, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აინტერესებთ საკუთარი გარეგნობა. მოზრდილი ბავშვები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ საკუთარ თავს, ამიტომ ისინი უფრო მარტივად იშორებენ ამ მავნე ჩვევას.

თუ ბავშვის ფრჩხილების გარშემო კანი დაკბენილია და ფრჩხილების კიდეები არათანაბარია, უნდა დაელოდო, სანამ ბავშვი მიხვდება, რომ მისი ფრჩხილი გარედან უშნოდ გამოიყურება.

არ არის აუცილებელი ბავშვზე ზეწოლა - ეს ჩვევა, ჩვეულებრივ, ბავშვისგან დამოუკიდებლად მოდის ხოლმე.

როდესაც ბავშვი იზრდება, მისთვის უფრო ადვილი გახდება ლამაზი ფრჩხილების სარგებლობის ახსნა. ასე რომ, ბავშვი თავად შეეცდება მოიშოროს მავნე ჩვევა.

ბავშვის თითები

.

შედეგის მისაღწევად ნუ დასჯი პატარას, ეს ყოვლად დაუშვებელია.

ამის მაგივრად, დაეხმარე მას თავად მოიფიქროს გზა პრობლემის მოსაგვარებლად. ასე მას თვითრწმენას და გამარჯვების სურვილს გაუღრმავებ.

გოგონას უფლება მიეცი ფრჩხილზე ლაქი წაისვას, რათა ლამაზი და მოვლილი ფრჩხილების ქონის სურვილი გაუჩნდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გოგონა იქნება ის თუ ბიჭი, შეეცადე ნებისმიერი მისი მცდელობა პრობლემის წინააღმდეგ უყურადღებოდ არ დატოვო. წაახალისე მისი მცირე მცდელობაც კი. გაუკეთე საჩუქარი, წაიყვანე მისთვის საყვარელ გარემოში და ა.შ..

მხოლოდ ასეთი ხერხით მიაღწევ სასურველ შედეგს ისე, რომ ბავშვის ფსიქიკა ზედმეტად არ დაზარლდება.