11 წლის ციმბირული ვეფხვი უკვე მესამედ დედა გახდა, მას 5 ბოკვერი შეეძინა ჩრდილო-აღმოსავლეთ პეკინის, ჰეილონძიანის პროვინციაში.

სელექციონერების თქმით იშვიათი შემთხვევაა, როცა ერთ ჯერზე ვეფხვს ამდენი ნაშიერი ჰყავს. დედა ვეფხვი, რომელიც 2 ძუ და 3 ხვადი ვეფხვის მოვლითაა დაკავებული, ერთ ჯერზე ძალიან დიდი რაოდენობის საკვებს იღებს.

„მიხარია, რომ ციმბირული ვეფხვის ჯიში მრავლდება. გადაშენების პირას მყოფი სახეობისთვის ეს ძალიან ძლიერ რეპროდუქციულ შესაძლებლობას ნიშნავს, მიუხედავად მცირე პოპულაციისა." ამბობს ეროვნული სატყეო ბუროს კვლევითი ცენტრის დირექტორი ძიან გუანშუნი

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: