გამწმენდი ლოსიონით კანის მოვლა და გასუფთავება ერთ-ერთ მთავარ პროცედურას წარმოადგენს. მასთან ერთად იწყება კანის სილამაზე და ჯანმრთელობა.

დღეს სიცოცხლე წარმოუდგენელია კოსმეტიკური საშუალებების გარეშე. განუწყვეტლივ მიმდინარეობს კვლევა ამ სფეროში. თანამედროვე კოსმეტიკა ერთმანეთს უთავსებს პროგრესის რევოლუციურ მიღწევებსა და ნატურალური და მცენარეული ნივთიერებების აქტიურ კომპონენტებს. სპეციალისტები მუდმივად სრულყოფენ დეკორატიულ კოსმეტიკას. დღევანდელ პირობებში, ქალებს მთელს მსოფლიოში კოსმეტიკური საშუალებების ფართო არჩევანი აქვთ.

სახის გამწმენდი პროცედურა სასურველია დილით და საღამოს ჩაიტარო. თუმცა საღამოს, სახის გაწმენდას სპეციალისტები უპირატესობას ანიჭებენ იმ თვალსაზრისითაც, რომ დღის ბოლოს მაკიაჟი კარგავს თავის პირვანდელ სახეს, ფორები ვიწროვდება და მტვრის ნაწილაკები, ასევე სხვა სახის მავნე მინარევები გარემოდან, სახის კანზე ილექება, ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საღამოს, გამწმენდი პროცედურის ჩატარებას.
დღეს პარფიუმერულ ბაზარზე მრავალი სახის, ხარისხიან თუ უხარისხო პროდუქციას ნახავ, თუმცა რთული არ არის არჩევანი ისეთ პროდუქციაზე გააკეთო, რომლის შემადგენლობაში არ იქნება გამოყენებული ისეთი ტიპის ქიმიური საშუალებები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აკრძალული (მაგალითად ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ა.შ).

უმჯობესია არჩევანი ისეთ საშუალებებზე გააკეთო, რომელთა შემცველობაშიც სხვადასხვა სახის მცენარეული საშუალებები იქნება გამოყენებული, ამდენად ახლოს იქნება ბუნებრივ, ნატურალურ პროდუქციასთან.
თუ კანის მოვლა გადაწყვიტე და გსურს ხარისხიანი და ნატურალური პროდუქტი შეიძინო, სასურველია ის სახლის პირობებში, თავად მოამზადო. ამ შემთხვევაში შენ ჯანმრთელობას, დროს და ფინანსებს ერთდროულად გაუფრთხილდები, შედეგად კი ბუნებრივ თავის მოვლის საშუალებას მიიღებ.
როგორ მოვამზადოთ სახის გამწმენდი საშუალება სახლის პირობებში?

პიტნის და ჟოლოს ლოსიონი ( კანის ანთებითი პროცესების დროს და მისი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად).
1 ს/კ ჟოლო და 1 ს/კ დაქუცმაცებული პიტნის ფოთოლო ჩაყარე ჭიქაში, დაასხი მდუღარე წყალი, კარგად დაახურე და მთელი ღამის განმავლობაში დატოვე. დილით გაფილტრე, გადაიტანე ბოთლში და მოათავსე ბნელ, გრილ ადგილზე. ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიე და ბამბის ტამპონით გაიწმინდე სახე ძილის წინ.
ციტრუსის ლოსიონი კანის გასაწმენდად (ნებისმიერი ტიპის კანისთვის)
მოზრდილი ფორთოხალი ან ლიმონი გახეხე ქერქიანად, გადაიტანე ქილაში და დაასხი ნახევარი ჭიქა არაყი, დადგი სიბნელეში 7 დღის განმავლობაში. მიღებულ ნაყენს დაუმატე პიტნის და გვირილის წყალი 2-2 ს/კ. შეინახე ბნელ და გრილ ადგილზე. სახე უმჯობესია ძილის წინ გაიწმინდო.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: