ალბათ გსურს მარტივად გათავისუფლდე ტოქსინებისგან. დღეს, ტერმინი "წიდა", ფართოდ გამოიყენება, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ წლების მანძილზე დაგროვილი ტოქსინებისა თუ წიდებისაგან გათავისუფლება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ადამიანის ორგანიზმი, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავი, ვერ უმკლავდება საკვების მთელ იმ მასას, რომლის მიღებასაც თითქოს და კეთილი მოსაზრებებით, დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. არასწორ კვებას მიყავხარ იმ პრობლემებამდე, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, დაავადებული ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი და ა.შ.
ვიდრე წამლებით იმკურნალებდე, სცადე ორგანიზმის გაწმენდა. როგორ უნდა მოხდეს ეს?
საამისოდ ბევრი ხერხი არსებობს. ყველაზე უბრალო და სასიამოვნო წვენებით და წყლით მკურნალობაა.
დილით უზმოზე ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად განზავებული 1 ჩ/ჭ წვენი დალიე. უმჯობესია, თუ ეს იქნება ნახევარი ლიმონისგან და წყლისგან მომზადებული, სრულად 1 ჩ/ჭ.
წვენები ასევე შესაძლებელია მოამზადო ისეთი ხილისგან და ბოსტნეულისგან როგორიცაა: ვაშლი, სტაფილო, ჭარხალი და ა.შ.

ამის შემდეგ დღის მანძილზე უნდა იკვებო მსუბუქად და თავი შეიკავო მაღალკალორიული საკვების მიღებისგან.
მომდევნო დღეს თუ თავს კარგად იგრძნობ, შეიძლება იგივე გაიმეორო. იმ შემთხვევაში თუ გრძნობ სისუსტეს ან თავბრუსხვევას, აუცილებლად დაიწყე საკვების მიღება, თუმცა ერთბაშად არ მიიღო ტკბილი, ცხიმიანი და შემწვარი.

შიმშილის სარგებელი

თუ ორგანიზმმა მოგცა მკურნალობის საშუალება, რამდენიმე დღის შემდეგ გაგიქრება სახსრების, თავის, შინაგანი ორგანოების ტკივილი, სიმსუბუქეს იგრძნობ მთელს სხეულში და წონაშიც დაიკლებ.
ამის შემდეგ შეეცადე მოახდინო შენი კვების რეგულირება. დღიურ რაციონში საკვებად უნდა იყოს დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები (განსაკუთრებით მაწონი, ხაჭო და კეფირი).
უარი თქვი საკვებზე, რომელიც ორგანიზმში წარმოქმნის წიდებს და ტოქსინებს: შემწვარი კერძები, ცხიმები, ტკბილეული და ა.შ.

კვება ორგანიზმის გაწმენდის შემდეგ

წვენებით მკურნალობა გრძელდება 7 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ საჭიროა შეისვენო და იკვებო ისეთი ტიპის საკვებით როგორიცაა: მოხარშული ფრინველის ხორცი, ბოსტნეული, ხილი, მინერალური წყალი.
ნუ მიიღებ მკურანლობის შემდეგ ცხიმიან და მაღალკალორიულ საკვებს, ასევე მოერიდე გაზიან და ზედმეტად დამტკბარ სასმელებს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: