ჩინეთის ხელისუფლებამ ეკონომიკური განვითარების დაჩქარების 20-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. აღნიშნულ გეგმაში ქალაქებში „ღამის ცხოვრების“ განვითარებაც შევიდა, რამაც მოხმარება უნდა გაზარდოს. აღნიშნული ზომების ფარგლებში ცალკეულმა მაღაზიებმა გაზარდეს სამუშაო საათები, ქალაქის ხელისუფლება კი ღამის „ლაით შოუების“ მოწყობა დაიწყო. თუმცა „ღამის ცხოვრების“ განვითარება მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება. ფუდკორტების, ლუდის რესტორნების, თეატრებისა და კიბერსპორტის დარბაზების გახსნა ახალ ტრენდად იქცა. ამგვარი დაწესებულებების არსებობა უბიძგებს მომხმარებელს იმისკენ, რომ იქ გვიანობამდე დარჩეს.

ჩინეთის ღამის ცხოვრება დაგანახებთ აბსოლუტურად სხვა სამყაროს, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ მოეშვათ და გართობის რითმში ჩაეფლოთ. ქვეყანაში უამრავი ღამის კლუბი და ბარია, სადაც დაუვიწყარი ემოციებისა და შესანიშნავი განწყობის ატმოსფერო გელით.

ღამის ცხოვრების მოყვარულებს FOR YOU გააცნობს ყველაზე პოპულარულ ადგილებს

.

.

.

.

.

.

ღამის კლუბები

ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ღამის კლუბი ჩინეთში გართობის ყველაზე პოპულარულ საშუალებად ითვლება. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რთული სამუშაო კვირის შემდეგ ადამიანს განტვირთვის და ემოციებისგან დაცლის სურვილი უჩნდება.

ყველაზე მეტი ღამის კლუბი თავმოყრილია ისეთ მეგაპოლისებში, როგორიცაა პეკინი, შანხაი, ჰონკონგი და ა.შ.. ამ ქალაქებში ნებისმიერი მიმართულების საცეკვაო კლუბებს იპოვით. მაგალითად, პეკინში არსებობს ღამის კლუბების მთელი უბანი - სანლიტუნი. ყველა კლუბს საკუთარი მუსიკალური სტილი, პუბლიკა და სტატუსი გააჩნია. არსებობს გამიჯვნა ევროპულსა და სუფთა ჩინურ კლუბებს შორის. გარდა ამისა, არსებობს როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე უფრო სოლიდურ პუბლიკაზე გათვლილი გასართობი ადგილები.

.

.

.

.

.

.

უცხოელებს ჩინეთის კლუბებში ხშირად უფასო ალკოჰოლს სთავაზობენ. ზოგისთვის ეს შესაძლოა გასაკვირი იყოს, თუმცა ბევრი კლუბი დაინტერესებულია ევროპელების მოზიდვაში, რადგან ის კლუბები, რომლებსაც ბევრი უცხოელი სტუმრობს, უფრო პრესტიჟული და პოპულარულია. არსებობენ სპეციალური „პრომოუტერები“, რომლებიც სწორედ იმით არიან დაკავებულები, რომ ეძებენ ევროპული გარეგნობის ადამიანებს ეძებენ და შემდეგ ისინი კლუბში მიყავთ. ამაში კლუბი „პრომოუტერებს“ გარკვეულ თანხასაც უხდის.

.

.

.

.

.

.

ზოგიერთი ღამის კლუბი სტუმრებს საკმაოდ საინტერესო შოუ-პროგრამას სთავაზობს. კლუბის მინი-სცენაზე პროფესიონალი მოცეკვავეები ცეკვავენ. ზოგჯერ კლუბები პუბლიკის გასახურებლად ცნობილ მოცეკვავეებს იწვევენ. აღსანიშნავია, რომ კლუბებს პროგრამა უმაღლეს დონეზე აქვთ შედგენილი. აღსანიშნავია, რომ ჩინურ კლუბებს ორშაბათობითაც უამრავი ადამიანი სტუმრობს.

.

.

დასვენება ბარებში და კარაოკეში

ბარები ჩინეთის ნებისმიერ პატარა ქალაქშიც კი არის, თუმცა მასობრივი განვითარება მათ მსხვილ ქალაქებში მიიღეს. ჩინელები ასეთ დაწესებულებებს სტრესის მოსახსნელად ან ვინმეს გასაცნობად სტუმრობენ. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ ჩინეთში კარაოკე-ბარები (KTV). გართობის გარდა აქ ზოგჯერ იმართება საქმიანი შეხვედრები და კონტაქტების დამყარება მომავალ პარტნიორებთან.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: