ტურიზმის, კვების ობიექტებისა და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს, თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი და ბიზნეს აქსელერატორი Spark • სპარკი, 22-23 აგვისტოს, უფასო ტრენინგების სერიას სთავაზობს.

თუ გსურთ, განავითაროთ მომსახურების ხარისხი, გაიგოთ როგორ მუშაობს ციფრული და ონლაინ მედია-მარკეტინგი, ისწავლოთ სოციალური მედიის მიზნობრივად გამოყენება, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე - http://bit.ly/2OUTw8j

მისამართი: ცოტნე დადიანის 164 (სპარკი - ვეტერანთა და შრომის პარკი). დასაწყისი 19:00 საათზე.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: