რა თქმა უნდა, მარილი არ არის პანაცეა ყველა ავადმყოფობისთვის, მაგრამ იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა მოგვარებაშიც ის გეხმარება, მართლაც შთამბეჭდავია. მათ შორისაა ჰიპერტენზია, ვენური ქრონიკული უკმარისობა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კუნთოვანი სისტემის დაავადებები და ა.შ.

ზღვის მარილით, უხსოვარი დროიდან, ინდოელები, რომაელები და ძველი ბერძნები სარგებლობდნენ. ისინი მიიჩნევდნენ რომ ზღვის მარილს შეეძლო მნიშნველოვნად გაეუმჯობესებინა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამავდორულად, აბაზანით სიამოვნებასაც იღებდნენ.

არსებობს ლეგენდა ჰიმალაის ვარდისფერი ზღვის მარილის შესახებ, რომლის აღმოჩენა ალექსანდრე მაკედონელის დამსახურებაა.

რატომ ზღვის მარილი?
ზღვის მარილი აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას, ავსებს სხეულს ჟანგბადით, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას.

ის აქტიურად ებრძვის ორგანიზმში კალცის დეფიციტით გამოწვეულ სხვადასხვა სახის და სირთულის დაავადებებს.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად ზღვის მარილის გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს.

ზღვის მარილი შეიცავს ისეთი ტიპის მინერალებს როგორიცაა: ფოსფორი, თუთია, მანგანუმი, მაგნიუმი, იოდი და კალიუმი, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემის აქტივობას. მეორე, მისი ტუტე მოქმედება ხელს უშლის ბაქტერიების და ვირუსების გამრავლებას, რითიც გიცავს სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისგან.

ზღვის მარილის მეშვეობით შეგიძლია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა. ის არეგულირებს გულისცემას. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ იგი შეიცავს ნატრიუმს, ქლორიდს და კალიუმს, მათი კომბინაცია კი ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გაძლიერებას.

ფსორიაზი არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ქავილით, გამონაყარით. ისრაელის ნეეგვის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა ბალნეოთერაპიის ეფექტურობა მკვდარი ზღვის მარილის გამოყენებით, ფსორიაზისა და მათ შორის ფსორიაზიული ართრიტის სამკურნალოდ. შედეგებმა რიგი სიმპტომები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

ზღვის მარილს შეუძლია დეპრესიის სიმპტომების მკურნალობა, რადგან ის ორგანიზმში ორი ჰორმონის რეგულირებას უწყობს ხელს - სეროტონინის და მელატონინის. მათი გამართული მუშაობა ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებას და გეხმარებათ მშვიდი ძილის შექმნაში.

ელექტროლიტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბალანსია ორგანიზმის სწორად მუშაობისთვის. ზღვის მარილში შემავალი ნატრიუმი, ქლორიდი, კალიუმი და სოდა ხელს უწყობენ ინდივიდუალური უჯრედების გადაადგილებას და ნერვული იმპულსების გადაცემას. ნერვული იმპულსები არის ის, რაც ტვინს და კუნთებს ერთმანეთთან სწორად კომუნიკაციაში უწყობს ხელს.

ნატრიუმი ორგანიზმში წყლის ბალანსს უზრუნველყოფს. ბუნებრივია, მისმა დეფიციტმა შესაძლოა გაუწყლოება გამოიწვიოს. ყოველდღიურად მარილის გამოყენება უზრუნველყოფს ნატრიუმის ბალანსს ორგანიზმში.

რინოსინუსიტი (საყოველთაოდ ცნობილია როგორც სინუსიტი) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ცხვირის პასაჟებში მიმდინარეობს მწვავე ანთებითი პროცესები. ჩიკაგოში (აშშ) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცხვირის გამორეცხვა ზღვის მარილის გამოყენებით უფრო შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ტიპის ქიმიური საშუალებებით მკურნალობა.

ზღვის მარილი ხელს უწყობს თმის ზრდას და ფოლიკულის გაძლიერებას. მისი აქტიურმა გამოყენება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმკობესებას, რაც შედეგად თმის გაჯანსაღებით გამოიხატება.

გადაჭარბებული ოფლიანობის სამკურნალოდ ზღვის მარილი ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ის ბუნებრივად მკურნალობს კანს, იცავს სიწითლისა და გამონაყარისგან.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: