„I KNOW“-ს დირექტორი ირაკლი გოგოლაძე ამ საჭიროებებზე „FOR U“-სთან საუბრობს.

პროგრამული უზრუნველყოფების მრავალფეროვნება უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე კულინარიული რეცეპტების, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის ეს სიახლეა და ყველა სწორად ვერ აღიქვამს მათ შესაძლებლობებს ან საჭიროებებს.

მცირე და საშუალო ბიზნესი ორიენტირებულია მხოლოდ აუცილებლობებზე, მაგალითად როგორიცაა ბუღალტრული პროგრამები, რომელთა გარეშე არსებობს რისკი ჯარიმის ან ციხის.

თუმცა მხოლოდ ისაა საჭირო და საკმარისი რაც აუცილებელია ?

ამ კითხვაზე პასუხი ძალიან სუბიექტურია თითოეული მეწარმისთვის, ამიტომ მე შევეცდები უბრალოდ დაგაფიქროთ საჭიროებებზე, რომელთა ავტომატიზაციით თქვენ ბიზნესს გაზრდით, განავითარებთ და ვინ იცის, სტატუსს მცირე და საშუალო ბიზნესისაც კი გადააბიჯოთ.

თანამედროვე ბიზნესის სწორი მართვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა მარაგების სწორი მართვა (აქ არ იგულისხმება რომ იცოდეთ გაქვთ თუ არა მარაგი, არამედ ვისგან და როდის შეუკვეთოთ, რათა მარაგი მანამდე ჩამოგივიდეთ სანამ გათავდება და კარგ ფასად), კლიენტებთან ურთიერთობის მართვა (რომელიც გეხმარებათ თქვენს ლოიალურ კლიენტებს დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია აქციების შესახებ მათი ინტერესების გათვალისწინებით), ონლაინ სავაჭრო პლატფორმები და ლენდინგ გვერდები (ონლაინში ვაჭრობა მათთვის ვინც აქსესუარებით ან ნებისმიერი პროდუქტით ვაჭრობს, საშუალებაა ახალი კლიენტების მოზიდვის), რეპორტინგი (ანალიტიკური ინსტრუმენტები რომლებიც სხვადასხვა სტატისტიკაზე დაყრდნობით გაძლევთ საშუალებას გაანალიზოთ კომპანიის ან პროდუქტის ყველა ასპექტი, სეზონურობა, პოპულარულობა და ა.შ)

ეს მცირე ჩამონათვალია იმისა რა კლასის სისტემები არსებობს და როგორ შეიძლება მათი გამოყენებით ბიზნეს-ეფექტურობის გაზრდა. ბევრს შეიძლება უცდია კიდეც მათი გამოყენება, მაგრამ ესეთი სისტემები, ელექტრონული კომერცია, ონლაინ მარკეტინგი, ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, ამიტომ რჩევა მათ ვინც პროგრამის შეძენას აპირებს: თუ დიდი ნახტომისთვის ემზადებით, მიმართეთ შესაბამის სპეციალისტებს ან კომპანიებს, რადგან ამ პროგრამული ინსტრუმენტების სწორად გამოყენება „ჩაქუჩივით“ მარტივი არ არის!

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: