გასული უქმეების მანძილზე ჩინეთის კონტინენტალურ ტერიტორიაზე, ხუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის ადგილობრივი წარმოშობის არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით, სააგენტი სინხუა ავრცელებს.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის, მი ფენის განცხადებით, 27 თებერვლის შემდეგ ჩინეთის კონტინენტალურ ნაწილში, ხუბეის პროვინციის გარდა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, COVID-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ერთნიშნა ციფრებით იყო გამოხატული.

ეპიდემიის პროფილაქტიკასთან და კონტროლთან დაკავშირებული სიტუაცია ჩინეთში ყოველდღიურად უმჯობესდება. მი ფენმა აღნიშნა, რომ ხუბეის პროვინციის ყველა ქალაქში, უჰანის გარდა, ზედიზედ ოთხი დღის განმვალობაში დაავადების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქალაქ უჰანში ეს მაჩვენებელი ზედიზედ მეორე დღეა 50 შემთხვევაზე ნაკლებია. აღნიშნულია, რომ მომავალში ჩინეთის ძალისხმევა კორონავირუსის აფეთქების განახლების თავიდან აცილებაზე იქნება მიმართული.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: