ცნობილი სახეები, როგორიცაა კიმ კარდაშიანი, ქეით ჰოლმსი და მირანდა კერი, ერთხმად იზიარებენ სილამაზის საიდუმლოს, რომელსაც ნიახურის ჯანსაღი წვენი ეწოდება.

მწვანე ,,სასწაული“ დაგეხმარება დაიკლო წონაში, ისე რომ პარალელურად გაიუმჯობესო კანის მდგომარეობა და საჭმლის მომნელებელი სისტემა. თუმცა, ყველას არ მოსწონს მისი გემო. საბედნიეროდ, არსებობს სხვა წვენებიც, რომელთა გემოც სასიამოვნოა და არანაკლებ სასარგებლო.

6 საუკეთესო წვენი წონაში დასაკლებად და დეტოქსიკაციისთვის

ლიმონის წვენი წონაში დასაკლებად

ლიმონის წვენი ასტიმულირებს ჰორმონის ნორადრენალინის გამოყოფას, რაც აჩქარებს მეტაბოლიზმის და ცხიმების წვის პროცესს. გარდა ამისა, ლიმონში შემავალი C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. ის არა მხოლოდ ხელს უწყობს ცხიმების წვას, არამედ აძლიერებს იმუნურ სისტემას.

რეკომენდაცია:

საუზმის დაწყებამდე, დალიე ერთი ჭიქა თბილი წყალი, რომელსაც ლიმონის წვენს დაუმატებ. ასევე შეგიძლია თაფლის დამატებაც იმ შემთხვევაში, თუ მჟავე წვენით არ გინდა დილის დაწყება.

ჯანჯაფილი ცხიმების წინააღმდეგ

ჯანჯაფილი მრავალმხრივი და, ამავდროულად, ჯანმრთელი პროდუქტია. ის არა მხოლოდ ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და საჭმლის მონელებას, არამედ წვავს ცხიმებსაც.

რეკომენდაცია:

3-4 ნაჭერი ჯანჯაფილი დაჭერი თხელ ნაჭრებად და შეავსე ჭიქა ცხელი წყლით. ნაყენი 15 წუთის შემდეგ მზად იქნება მისაღებად.

გრეიფრუტის წვენი მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად

გრეიფრუტში შემავალი მწარე ნივთიერება ნარინგინი მეტაბოლიზმს და საჭმლის მომნელებელ სისტემას ლიმონის მსგავსად ასტიმულირებს. გრეიფრუტი მდიდარია ვიტამინი C-თი. ის ხელს უწყობს ცხიმების ორგანიზმიდან გამოდევნას.

რეკომენდაცია:

დალიე ნახევარი ჭიქა ახლად დაწურული გრეიფრუტის წვენი დღეში ერთხელ, ჭამის წინ. 1 ჭიქა საკმარისია წონაში დასაკლებად.

ჭარხლის წვენი - გემრიელი და მრავალფუნქციური

ჭარხალი შეიცავს B და C ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების წვის პროცესს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას და განწყობას.

რეკომენდაცია:

მოამზადე ჭარხლის წვენი, რომელსაც სურვილის შემთხვევაში სტაფილოს და ლიმონის წვენსაც დაუმატებ.

წითელი ყურძნის წვენი წონაში დასაკლებად

ყურძნის წვენი ხელს უწყობს სხეულს ცხიმებისგან გათავისუფლებაში. გარდა ამისა, ის ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, რაც ასევე ხელს უწყობს წონის დაკლების პროცესს.

რეკომენდაცია:

გამოიყენე მხოლოდ სუფთა ყურძნის წვენი. დღეში ერთი ჭიქა საკმარისია. უმჯობესია დალიო ძილის წინ, რათა დააჩქარო ცხიმების წვა ღამით. წვენს შაქარს ნუ დაუმატებ!

სასწაული სასმელი: ნიახურის წვენი

თუ ნიახურის მოყვარული ხარ და გემრიელად მიირთმევ, მაშინ დალიე წვენი რაც შეიძლება ხშირად.

ქვემოთ მოცემულია 9 მიზეზი თუ რატომ უნდა მიიღო ნიახურის წვენი ხშირად:

1. წონაში დასაკლებად

დაბალი კალორიების მეშვეობით ნიახური საუკეთესოა წონაში დასაკლებად. იგი შლის ტოქსინებს და გამოაქვს ნარჩენები ჩვენი ქსოვილებიდან.

2. კანის, თმისა და ფრჩხილების გასაუმჯობესებლად

მწვანე მცენარე იცავს და აღადგენს სხეულის უჯრედებს. ის აუმჯობესებს შენი კანის ფერს. ანტიოქსიდანტები უზრუნველყოფს ბუნებრივ დაცვას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. არანაკლებ დიდი სარგებელი მოაქვს ნიახურს ფრჩხილებისა და თმისთვის. ეს ყველაფერი კალიუმის, კალციუმის და რკინის წყალობით ხდება.

3. კუჭის დასაცავად

ნიახური ხელს უშლის ზედმეტი კუჭის მჟავის წარმოქმნას. ის იცავს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს და კუჭის ლორწოვან გარსს. ამრიგად, წვენს შეიძლება ეწოდოს შესანიშნავი პროფილაქტიკური აგენტი კუჭის წყლულის წინააღმდეგ.

4. გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ნიახური აძლიერებს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მასში შემავალი მეორადი მცენარეული ნივთიერება ამშვიდებს სისხლძარღვების კედლებს. სისხლძარღვების ბალანსირებული მუშაობის ხარჯზე კი, იკლებს არტერიული წნევა და უბრუნდება ნორმას.

5. რევმატიზმის სამკურნალოდ

ნიახურს მაღალი კალიუმის შემცველობის გამო შარდმდენი მოქმედება აქვს. შედეგად, ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდმჟავა. 100 გრამი ნიახური შეიცავს კალიუმის ყოველდღიური მოხმარების 10%-ს. გარდა ამისა, ეს ელემენტი ხელს უწყობს ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოდევნას თირკმელების მეშვეობით.

9. კიბოსგან თავის დასაცავად

ნიახურის მწვანე პიგმენტი ხელს უშლის ორგანიზმში კიბოს უჯრედების გავრცელებას. უჯრედები დაცულია და, შესაბამისად, დაცულია აგრესიული მოლეკულების თავდასხმისგან, რომლებიც მონაწილეობენ კიბოს განვითარებაში.

10. სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად

ნიახურის წვენი ძალიან კარგია განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. ნიახური ბუნებრივად არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და იცავს ზედმეტი ოფლისგან.

11. ანთების გასანეიტრალებლად

ნიახურის წვენს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამის მიზეზი მეორეხარისხოვანი მცენარეული ნივთიერებებია, რომლებსაც, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს. ისინი ასევე არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს ქოლესტერინს და ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის გამართულად მუშაობას.