მუსიკის გავლენა ლიტერატურაზე, შეუცვლელი და მჭიდრო კავშირი მათ შორის. ხელოვნების ორი უმნიშვნელოვანესი დარგის შესახებ გადაცემაში „ერთ მერხთან“ მუსიკოსი გიგი გეგელაშვილი საუბრობდა.

4U: რაში შეიძლება არგოს მუსიკოსს კითხვამ?

როდესაც კითხვა დავიწყე, დიდი ხანი იყო რეალურად გასული. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით სკოლის მინუსი და პლიუსი. მინუსს ვიტყვი იქედან გამომდინარე რომ ისეთი შესანიშნავი ნაწარმოები, როგორიც არის ,,ვეფხისტყაოსანი“ შეიძლება ისე შეგაძულოს ვიღაცამ რომ აღარც კი მოგინდეს ამაზე გადახედვა.

4U: რამდენად გაგიმართლა შენ მასწავლებელში?

ძალიან კარგი მასწავლებლები და პედაგოგები მყავდა მაგრამ მიუხედავად ამისა როგორც მუსიკაში ხდება, სწორედ ისეა ლიტერატურაშიც. მაგ. იწყებ ნაწარმოების გარჩევას, ის ნაწარმოები მოსმენილიც არ გაქვს ამ დროს ეს ყველაფერი შენთვის გაურკვეველი ნოტების რახარუხია საერთო ჯამში, აბსოლუტურად არაფერს გაძლევს ეს ინტელექტუარლურად, ვერც იგებ და აღიქვამ, ანალოგიურად ზუსტად იგივე ხდება ლიტერატურაშიც. როცა გეუბნებიან რომ სამი კუპლეტი, ეს ლექსის იქნება თუ პოემის უნდა დაიზეპირო, შენ ამაში აზრს და ლოგიკას არ იყენებ და უბრალოდ, ნიშნისთვის სწავლობ.

4U: ანუ შენ ფიქრობ რომ საზეპირო მაინც ავნებს ამ პროცესს?

სერიოზულად ავნებს, იმიტომ რომ თაობებს აღარ აქვს უნარი ეს ყველაფერი გადახარშონ და აღიქვან ისე როგორც არის.

4U: პოეზიის შემთხვევაშიც?

პოეზიის და ლიტერატურის შემთხვევაშიც ასეა. ალბათ შემოქმედებითი დამოკიდებულება უნდა ქონდეს პედაგოგებს ამ ყველაფრის მიმართ. ჩემს ცხოვრებაში რატომ მოხდა ასე არ ვიცი მაგრამ მუსიკალურის დამთავრების შემდეგ შემიყვარდა მუსიკაც და ასევე ანალოგიურად კითხვაც.

4U: რა მოგიტანა წიგნმა?

რთული და პრობლემური პერიოდის დროს, როცა უშუქობა იყო და მაინც ვახერხებდით წაგვეკითხა, ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ოთარ ჭილაძე, რამაც ბიძგი მომცა, იმ ჯგუფის მთლიან კონცეფციაში, რომელსაც ქვია ,,სინათლის წელიწადი“ და რომელიც გახლავთ ოთარ ჭილაძის პოემა. აქედან გამომდინარე ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მისმა შემოქმედებამ და კერძოდ რომანმა ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ მთლიანად შეცვალა ჩემი ხედვა. მე ძალიან მიკვირს რომ ამ დონის მწერალს არ აქვს ნობელის პრემია.

4U: შეიძლება გარდა სათაურისა და იდეისა ლიტერატურა გავლენას ახდენდეს მუსიკაზე?

როცა დავიწყეთ მუსიკის კეთება, განსაკუთრებით მაშინ როცა ეს ყველაფერი დიდი ზომის ნაწარმოებებს ეხება, სხვადასხვა თვალსაზრისით არამარტო მუსიკის თვალსაზრისით არამედ ტექსტუალურადაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ქართულ რეალობაში ძალიან ძნელია ზუსტად დასვა კონცეფცია მუსიკის და ტექსტის.

4U: უშუალოდ ტექსტს რამდენად აქცევ ყურადღებას?

უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩვენთვის მთავარია თითო სიმღერაში ხდებოდეს ამბავი. ბოლო ალბომი რომელი გამოუშვით არის ინგლისურენოვანი. მანამდე შექმნილი ყველა ნაწარმოები ქართულია და იგრძნობა ოთარ ჭილაძის შემოქმედება.

4U: საქართველოში ბევრი მუსიკალური ჯგუფი თუ პერსონა მოღვაწეობს. რამდენად ხედავ შენ შენს კოლეგებში წიგნის სიყვარულს?

მე ირაკლი ჩარკვიანს გავიხსენებ. მის სიმღერებში კარგად ჩანს უდიდეს გავლენა წიგნიერების. თუმცა დღესაც არიან წიგნიერი ადამიანები.

4U: სხვა პროფესიის ადამიანისთვის ლიტერატურა როგორ შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი?

როგორც მუსიკას ისე ლიტერატურას უდიდესი საბაზო მნიშვნელობა აქვს. ლიტერატურა აყალიბებს ადამიანს და აძლევს მას მავალმხრივობის უნარს. მუსიკოსებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი.

4U: შენი და ჯგუფის უშუალო გეგმები

ჩვენ თებერვლის თვეში გვექნება კონცერტი სადაც სამივე ალბომიდან შევასრულებთ ნაწარმოებებს. ამის შემდეგ უკვე ვაპირებთ ორდისკიანი კონცეპტუალური ალბომის გამოშვებას.

4U: და ჩვენი ტრადიცული შეკითხვა. სამი წიგნი რომელსაც ურჩევდით ჩვენს მკითხველს.

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - ოთარ ჭილაძე
ყოველმან ჩემმან მპოვნელმან - ოთარ ჭილაძე
გოდორი - ოთარ ჭილაძე

გადაცემის აუდიო ვერსია

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: