დამოუკიდებელ ქვეყანას თავისუფალი ადამიანები ქმნიან - ჩვენი ქვეყნის ისტორია დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ნათელი მაგალითია. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე გასული საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, „თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია....“

GIPA-მ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ“ განახორციელა.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა, საჯარო ლექცია წაიკითხა:

გიორგი კეკელიძე – „მე-20 საუკუნის ადამიანები და მათი როლი ქვეყნის დამოუკიდებლობაში“.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: