საკალთბურთო კლუბ „ტენერიფე“-ს ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის (Liga Endesa)-ს 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ცენტრად აღიარეს.

გამარჯვებულები სპეციალური გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ, რომელშიც გულშემატკივრები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და თავად კალათბურთელებიც მონაწილეობდნენ, ესპანური ლიგის სეზონის სასტარტო ხუთეული შედგა და მასში შერმადინთან ერთად, ფაკუნდო კამპაცო (რეალი), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუდი), ალექს ბუტილი (უნიკახა) და ნიკოლა მიროტიჩი (ბარელონა) მოხვდნენ.

აღნიშნული ჯილდო გიორგი შერმადინისთვის კარიერაში პირველი არაა. ქართველი ცენტრი სეზონის საუკეთესო ხუთეულში 2016/17 წლების სეზონშიც მოხვდა. მაშინ გიორგი კლუბ „ანდორას“ რიგებში გამოდიოდა.

ესპანური ლიგის მეორე ხუთეულში ასევე მოხვდა „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია. 28 წლის ქართველ ფორვარდთან ერთად არიან: მარსელინიო უერტასი („ტენერიფე“), ალბერტო აბალდე („ვალენსია“), ადამ ჰანგა („ბარსელონა“) და ვალტერ ტავარეში („რეალი“).

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: