"გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი" საქართველოში მეორედ ტარდება. მისი მიზანია, სათანადოდ წარმოაჩინოს ბიზნესის შესაძლებლობები საქართველოში, ასევე, ხელი შეუწყოს ნეთვორქინგისა და პარტნიორული ურთიერთობების ზრდასა და განვითარებას.

ღონისძიება 5-6 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართება და 17 ქვეყნის 300-ზე მეტ დელეგატს გააერთიანებს ფორუმის მთავარი თემის გარშემო: “ბიზნეს მდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება”.

სტუმრებს შორისაა, შეიხა ჰესსა საად ალ-აბდულა ალ-საბაჰი - ქუვეითის პრინცესა ასევე მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი - ნიგერიის დედოფალი, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი.

ღონისძიება მოიცავს როგორც სასემინარო, ისე B2B ფორმატს, რაც კონტაქტებისა და პოტენციური პარტნიორების შეძენის საშუალებას მისცემს მონაწილეებს.