სექტემბრის დადგომასთან ერთად, დროა შემოდგომის ტრადიციული ცხობა განაახლო. შენს ყურადღებას ამჟამად გოგრის უგემრიელეს ღვეზელზე შევაჩერებთ. დადგა დრო დააგემოვნო ,„წითური სილამაზე“ რომელიც არა მხოლოდ ლამაზი ფერით, არამედ სხეულისთვის წარმოუდგენელი სარგებლობითაა ცნობილი.

ეს გოგრის ღვეზელი ნაზი, ჰაეროვანი, კრემისებური კონსისტენციით გამოდის. თუ არ გსურს რომ გოგრის სპეციფიკური სუნი დომინირებდეს, შეგიძლია ცომეულს სანელებლები დაამატო, მაგალითად, კოჭა, ჯავზი, ილი, მიხაკი, სუნელი და, რა თქმა უნდა, დარიჩინი.

ინგრედიენტები:

კარაქი - 200 გ

შაქარი - 300 გ

ფქვილი - 450 გ

სახამებელი - 50 გ

კვერცხი - 4

ვანილი - 1 პაკეტი

მოხარშული გოგრა - 250 გ

რძე - 1/2 ჭ

სოდა - 1/2 ჩ.კ

ძმარი - 1 ჩ.კ

ცხიმი და საფანელი - ფორმისთვის

მომზადება:

დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფე, დაუმატე კვერცხი, ვანილი, სოდა ძმრით, რძეში დაჭყლეტილი გოგრა, სახამებელი და ფქვილი.

ცომი მოათავსე ცხიმწასმულ, საფანელმოყრილ ფორმაში და გამოაცხვე 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: