33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ტოკიოში გამართული საშემოდგომო სუპერტურნირი 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა, რაც წოდებაში დაწინაურების გარანტიას იძლევა.

აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს დასკვნით დღეს დასავლეთის სეკივაკე ტაკანოშოს გაეჯიბრა და ჰატაკიკომით აჯობა. ქართველმა სეკიტორმა მეტოქეს დოჰიოსკენ დაქაჩა და 26 წლის იაპონელმა წონასწორობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა.

შემოდგომის სუპერტურნირის გამარჯვებული ოძეკი ტაკაკეიშო გახდა, თუმცა, ჩემპიონის გამოსავლენად პლეი ოფის ჩატარება გახდა საჭირო.

შემდეგ სუპერტურნირს 2021 წლის 10-24 იანვარს ისევ ტოკიო უმასპინძლებს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: