ჩინელმა მგზავრებმა ახლო მომავალში შესაძლოა მფრინავი ტაქსით ისარგებლონ, რომელიც ღილაკის ერთი დაჭერით აფრინდება. ეს შესაძლებელი იქნება კომპანია Ehang-ის წყალობით, რომელიც საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც მსოფლიოში სამგზავრო კლასის საფრენი აპარატების პირველი მწარმოებელი.

ჩინეთში მფრინავი ტაქსების შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ და ახლა Ehang-ის საფრენი აპარატების ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია.

„ჩვენ ველოდებით, რომ მალე დავიწყებთ გუანჯოუში კომერციული მფრინავი ავტომობილების ხაზის ექსპლუატაციას“,- განაცხადა Ehang-ის თანადამფუძნებელმა დერიკ სიუნ იფანმა.

დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის დაიწყება კომერციული ოპერაციები, რამდენი მფრინავი ავტომობილი იქნება ხელმისაწვდომი და რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ Ehang-ი წარმატებით განახორციელებს საკუთარ კომერციულ სატრანსპორტო ბიზნესს, ჩინეთი გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ავტონომიური მფრინავი ტაქსის პარკი ეყოლება, რომელიც ყოველდღიურად მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას. მგზავრების გარდა საფრენი აპარატები ტურისტულ სააგენტოებსაც მოემსახურებიან. eHang-ის საჰაერო ფლოტით სამედიცინო კლინიკებიც ისარგებლებენ, რომლებიც ძირითადად მედიკამენტებს გადაიტანენ.

ინოვაციურმა სატრანსპორტო სისტემამ ნაწილობრივ მაინც უნდა შეუწყოს ხელი გადატვირთული ქალაქის საცობებისგან განტვირთვას.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: