გვირილის სამკურანლოდ გამოყენებას მრავალწლიანი ისტორია გააჩნია. ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ტკივილის შემამსუბუქებელი თვისებების წყალობით ის ნამდვილად იმსახურებს ერთ-ერთი საუკეთესო მცენარის სტატუსს.

ახლა კი უშუალოდ იმ დაავადებების შესახებ, რომელთა მკურანლობასაც გვირილის მეშვეობით შეძლებთ:
მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის წყლული, ასევე ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების მკურნალობას გვირილის მეშვეობით შეძლებთ.
მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესების, ფაღარათის დროს, გვირილის ნაყენი დაგეხმარებათ.
რევმატოიდული ართრიტი და მასთან დაკავშირებული პრობლემების დროს გამოიყენეთ გვირილის აბაზანები.

Related Articles

ბუასილის დროს გვირილა ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მისი მეშვეობით შეამცირებთ ტკივილის შეგრძნებას და მისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

სტომატიტის, გინგივიტის, სხვადასხვა სახის პირის ღრუს ანთების დროს, მარტივად შეძლებთ გვირილის ნაყენის მეშვეობით მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ნერვული პრობლემების, უძილობის, შფოთვითი აშლილობის დროს, გვირილის ჩაი ერთ-ერთი საუკეთესოა.
თმის ცვენის, კანის სხვადსხავა პრობლემების დროს, გამოიყენეთ გვირილის ნაყენი და ნახავთ, თუ როგორი შედეგი შეგიძლიათ მოგცეთ ერთი შეხედვით უბრალო მცენარემ.

გვირილის ნაყენი საუკეთესოა პატარებისთვის მუცლის შებერილობის, კანის სხვადასხვა პრობლემების დროს (აბაზანა, კანის გაწმენდა გამონაყარის შემთხვევაში). მკაცრად დაიცავით ზომები პატარებთან, მიუხედავად იმისა რომ გვირილა უწყინარი მცენარეა, დოზები უნდა აკონტროლოთ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: