ჰუგო სიმბერგი - გრაფიკოსი მხატვარი, ფინური ,,სიმბოლიზმის“ გენიალური ხელოვანი. ჰუგო1873 წლის 24 ივნისს, ჰამინაში, ფინეთში დაიბადა.

მხატვარი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ნამუშებრებით. სიცოცხლე და სიკვდილი, ანგელოზები და ეშმაკები - მისი ნამუშევრები ხასიათდება ორი უკიდურესობით და უეცარი ცვლილებებით.

ჰუგო სიმბერგი. ავტოპორტრეტი

ჰუგო სიმბერგი. ავტოპორტრეტი

სიმბერგი ტამპერეში მდებარე წმინდა იოანე მახარებლის სახელობის ტაძრის ფრესკებისა და ვიტრაჟების ნაწილის ავტორია. სიმბერგის ნახატი "დაჭრილი ანგელოზი", რომელშიც გამოსახულია ორი ბიჭი, წარმოადგენს ჩრდილოეთ სიმბოლიკის ნიშანს და ძალიან პოპულარულია. მას იყენებენ სხვადასხვა გარეკანებისა და ილუსტრაციების დიზაინისთვის.

მისტიურობაზე დაფუძნებული სიმბოლიზმი

სიმბოლიზმი XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში, დასავლეთ ევროპაში შეიქმნა.

თავდაპირველად სიმბოლიზმს არ გააჩნდა სრულყოფილი სახე, რამაც ხელი შეუშალა მის განვითარებას. სიმბოლისტი მხატვრები თავიანთ ნამუშევრებში ალეგორიებსა და მისტიურ სიმბოლოებს იყენებდნენ, რამაც ძველი რელიგიებისადმი, ბიბლიური, ძველ აღმოსავლეთის და ანტიკური ლეგენდებისადმი უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

სიმბოლიზმი ხელოვნებაში რომანტიზმის გაცილებით უფრო გოთურ და ბნელ ექსპრესიულ გადახრას წარმოადგენს. თუმცა, მაშინ, როდესაც რომანტიზმში იმპულსური და მეამბოხე სულის გამოხატვა გახდა საჭირო, სიმბოლისტურმა ხელოვნებამ უფრო სტატიკური და რელიგიური სახე მიიღო.

სიმბოლიზმის წარმომადგენლები იყვნენ: შტუკი, კლინგერი, კნოპფი, ბერდზლი, ჩიურლიონისი და ა.შ.

ჰუგო სიმბერგი. დაჭრილი ანგელოზი

ჰუგო სიმბერგის დაჭრილი ანგელოზი

სიმბერგის ,,დაჭრილი ანგელოზი“ - მიწიერი საწყისის სიმბოლო

"დაჭრილი ანგელოზი" მხატვრის მიერ შესრულებული ნახატებიდან ყველაზე ცნობილია. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიმბოლიზმის განვითარებაში და ფინეთის მხატვრობის თვალსაჩინო მოვლენად იქცა.

უგო სიმბერგმა ეს სურათი 1903 წელს საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ შექმნა. მასზე ასახულია ორი ბიჭი, რომლებსაც ანგელოზი მიჰყავთ. ანგელოზს თვალები ახვეული, ფრთები კი სისხლიანი აქვს.

ტილოზე ასახული ბუნება მხატვრის მიერ განზრახაა დამუშავებული. ლანდშაფტი ერთი შეხედვით ხელოვნურად მკვეთრი და თვალშისაცემია. ტილოზე ორი მკვეთრი ფერი ერთმანეთს ცვლის, შავი ფერის ტანსაცმელში შემოსილი ბიჭები და თეთრი ფერის ანგელოზი, რომელიც უმანკოდ გამოიყურება. ბიჭების მუქი კოსტიუმები შესაძლოა გავიგოთ, როგორც სიკვდილის სიმბოლო. ერთი ბიჭი აუდიტორიისკენ იცქირება, რათა აცნობოს მათ, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის თემები პირდაპირ კავშირშია ჩვენთან.

სურათი სევდიანი, მაგრამ მშვიდობიანია. ინტერპრეტაციიდან გამომდინარე, ის ასახავს მიწიერ პრინციპებს, რომლებიც ყველას გვეხება. აქ ცხოვრება და იდეალები ერწყმის სიკვდილის სიახლოვეს და სიცოცხლის მრავალმხრივობას.

გაგების უმარტივეს დონეზე, სურათი სიმბოლოა ბავშვების უდანაშაულობის შესახებ. მეორე ვარაუდი მოიცავს გრძნობებს მხატვრისა, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ კვლავ სიცოცხლეს უბრუნდება. თუმცა თავად მხატვარმა არ ისურვა რაიმე სახის ინტერპრეტაცია მიენიჭებინა ნახატისთვის.

1905 წელს ჰუგომ ტამპერეს საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი ფრესკის სიუჟეტად ,,დაჭრილი ანგელოზი“ გამოიყენა. ტილომ უდიდესი გავლენა იქონია ფინურ კულტურასა და ხელოვნებაზე. ნახატი დარჩა როგორც ერთი მთლიანი უკვდავება, რომელიც სამუდამოდ დაუკავშირდა გენიალური მხატვრის შემოქმედებას, მისტიურ, ალეგორიულ სიმბოლიზმს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: