დიდი ხანია სოციალური ქსელების მომხმარებლები საკუთარ თავს ფოტოებს უღებენ და ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ 10 დან 6-მა არ იცის როგორი უნდა გამოვიდეს, ნამდვილი, საინტერესო და მომხიბვლელი "სელფი". ჩამოყევით თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოებს, დააკვირდით. დიდი შანსია, რომ ერთი და იგივე სელფის 5-დან ათასამდე ვარიანტი ინახება. ამას ყველა ჩვენგანი აკეთებს. ეს იმიტომ, რომ კარგი "სელფის" გადაღება მარტივი არ არის - ესაა განათების, სწორი კუთის, ფერისა და ფილტრის კომბინაცია.

რამდენიმე "სელფის" ექსპერტი (ცნობილი ვლოგერები, ბლოგერები და ვიზაჟისტები) მნიშვნელოვან და მარტივ რჩევებს გვაძლევს, რათა ჩვენი ფოტო იდეალური გამოვიდეს.

სწორი განათება

სახით მზისკენ..

სახით მზისკენ..

თქვენ გჭირდებათ კარგი განათება - ბუნებრივი განათება. ვლოგერი ჯორდან ლიბერთი ამბობს, რომ "განათება სილამაზის საუკეთესო პროდუქტია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ". კარგი განათება ჩაშავებულ თვალებს და ჩრდილებს ბოლომდე აქრობს. გადაიღეთ ფოტო ფანჯარასთან - ბუნებრივი მზის შუქით კარგ ფოტოს მიიღებთ.

მოერიდეთ ჩრდილებს

უფრთხილდით შუქჩრდილებს

უფრთხილდით შუქჩრდილებს

არაფერია იმაზე უარესი, როცა სახეს უზარმაზარი ჩრდილი გიფარავთ. ჩრდილებმა შესაძლოა თქვენი თვალები არც ისე ლამაზად წარმოაჩინოს. "სელფი"-ს გადაღების ოქროს საათი მზის ამოსვლა და მზის ჩასვლაა., როცა შუქი ლამაზი და ნეიტრალურია.

მობილურის განათება - Flash

მთავარია FLASH-ი სახეს არ გიფარავდეთ

მთავარია FLASH-ი სახეს არ გიფარავდეთ

როგორ ვიქცევით როცა ბნელა? - მიმართეთ Snapchat-ს, აპლიკაციას, ცნობილი ბლოგერები სწორედ ასე იქცევიან. აპლიკაცია წინა კამერის განათების შესაძლებლობას იძლევა.

ნამდვილი ღიმილი

ნამდვილი ღიმილი ვარსკვლავებს არ უჭირთ

ნამდვილი ღიმილი ვარსკვლავებს არ უჭირთ

გაიღიმეთ ნამდვილი ღიმილით და არცერთი ფოტო იმედს არ გაგიცრუებთ. თუ თქვენთვის ეს რთულია, სარკესთან ივარჯიშეთ - ძალით გაღიმებას ყველაფერი სჯობს.

გადაიღეთ ბევრი ფოტო

500 ფოტო მეტისმეტია, 40 საკმარისია

500 ფოტო მეტისმეტია, 40 საკმარისია

ცნობილი ადამიანების მთავარი რჩევაა, რომ უბრალოდ გადაიღოთ, და თან ბევრი. (კაილი ჯენერი 500 "სელფს" იღებს) . ამოძრავეთ თავი სხვადასხვა მიმართულებით, გადაიღეთ რამდენიმე სხვადასხვა კუთხიდან. სულელურად ჟღერს, მაგრამ რომელიმე აუცილებლად მოგეწონებათ.

ყურადღება მიაქციეთ უკანა ფონს

როცა კადრს ჯორჯ კლუნი გიფუჭებს

როცა კადრს ჯორჯ კლუნი გიფუჭებს

უფთხილდით ადამიანებს, ვინც ობიექტივში შემოჭრით ყველაფერს აფუჭებენ. დარწმუნდით, რომ სარკესთან ფოტოს გადაღებამდე ოთახი მილაგებული გაქვთ, საპირფარეშოს კარი მიხურულია და თქვენს უკან ყველა ცოცხალია.

რადიო Jako.FM-ის გადაცემის "დილა შენთვის" სტუმარი ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ფოტოგრაფების ლიერი მხარე "სელფი" ნამდვილად არ არის. ფოტოგრაფი ოჯახთან ერთად მოგზაურობს, საქართველოს კუთხეებში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მიზანი კი ერთია, მიღებული შთაბეჭდილებების ფირზე ასახვა.

გიორგი ხელაშვილი - ფოტოგრაფი

გიორგი ხელაშვილი - ფოტოგრაფი