ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, თანდათანობით დაიკარგა წიგნთან ურთიერთობის კულტურა. გამოჩნდა ძალიან ბევრი ალტერნატიული საშულაება, რომელის მეშვეობითაც წიგნის ჩანაცვლება გახდა შესაძლებელი. და მაინც, ნუთუ შესაძლებელია ნაბეჭდი წიგნის ხელში დაჭერის და მისი სუნის შეგრძნება რაიმე სხვა ელექტრონულმა მოწყობილობამ შეცვალოს ?!

ნაბეჭდ წიგნებს აქვს ფურცლები, რომლებიც რბილი და სასიამოვნოა შესახებად, რაც კითხვას ფიზიკურად სასიამოვნოს ხდის. ელექტრონული წიგნების კითხვა კი, მას შემდეგ, რაც მთელი დღე სამსახურში ისედაც გვიწევდა მონიტორებთან ყოფნა, როგორ უნდა გახდეს განტვრთვის საშუალება?

თითოეული შეხება ნამდვილია

თითოეული შეხება ნამდვილია

ნაბეჭდი წიგნები უკეთ გვაწვდიან იფორმაციას. The Guardian-ში წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც Kindle-ის მეშვეობით კითხულობენ წიგნებს, ნაკლებად იხსენებენ მოვლენებს წაკითხულიდან, ვიდრე ისინი, ვინც იმავე რომანს ნაბეჭდი წიგნიდან კითხულობს.

გამახსოვრდება უფრო მეტი

გამახსოვრდება უფრო მეტი

ნაბეჭდი წიგნები ჩვენია მთელი ცხოვრების მანძილზე. წიგნს, რომელსაც შევიძენთ სტუდენტობისას, ზუსტად ვიცით, რომ 50 წლის შემდეგაც შევძლებთ მის გამოყენებას. რაც შეეხება ელექტრონულ წიგნის წამკითხველ საშუალებებს... დარწმუნებულები ვართ რომ 10 წელიწადშიც ისე იმუშავებს როგორც ახლა ?

ნაბეჭდი წიგნები ჩვენი ინტელექტუალური მოგზაურობის ფიზიკური შემხსენებლები არიან. მაგალითად, თაროზე მოთავსებული წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ შემხედვარე სკოლის პერიოდი გაგვახსენდება. იმ დროს, როცა Kindle მხოლოდ Kindle-ია და მეტი არაფერი.

შენია მთელი ცხოვრება

შენია მთელი ცხოვრება

ნაბეჭდი წიგნების სხვებთან გაზიარება საუკეთესო გრძნობაა. არაფერი შეედრება იმას, როდესაც მეგობარს წიგნს მიაწვდით სიტყვებით „ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო“. რა თქმა უნდა, ელექტრონული წიგნების გაზიარებასაც შევძლებთ, თუმცა ეს უბრალოდ ემსგავსება ელექტრონული ფოსტის გაგზავნას ან უბრალოდ სოციალურ ქსელში კომუნიკაციას.

უზიარებ სხვებს

უზიარებ სხვებს

ნაბეჭდ წიგნში შეგვიძლია საინტერესო ფრაზები თუ მონაკვეთები მოვნიშნოთ ფანქრით, რაც ჩვენი და წიგნის კავშირს ამყარებს. ელექტრონული წიგნებიც გვთავაზობს მსგავს შესაძლებლობას, თუმცა ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს. არსებობს განსხვავება შემეცნებასა და ფიზიკურ შეხებებს შორის : ნაბეჭდ წიგნებთან ურთიერთობა გვეხმარება უკეთ გავიგოთ და დავიმახსოვროთ წაკითხული.

ნაბეჭდ წიგნებს აქვს ყდები, რომლებიც გვეხმარება ამოვიცნოთ თუ რას კითხულობს სხვა. ტრანსპორტით მგზავრობისას, როდესაც ადამიანის ხელში დავინახავთ წიგნს, უკვე ვიცით თუ რას კითხულობს, იმ დროს, როცა ელექტრონული წიგნების მკითხველი თვალში გვხვდება, როგორც ადამიანი, რომელიც ჩართულია ელექტრონულ მოწყობილობაში. მსგავსი საშუალება ასევე გვეხმარება აგვარჩევინოს წიგნი, რომელსაც შემდეგ თავად წავიკითხავთ.

ვხედავთ რას კითხულობენ სხვები

ვხედავთ რას კითხულობენ სხვები

ბეჭდური წიგნები ავრორის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და უფრო გვაახლოვებს მათთან. ელექტრონული წიგნების გაყიდვებიდან მწერლები ბევრად ნაკლებ პროცენტს იღებენ, რაც მათ ურთულებთ საცხოვრებელ პირობებს. შესაბამისად, ახალი წიგნის გამოცემის შანსიც მცირდება. თუ გვაქვს სურვილი მხარი დავუჭიროთ მწერლებს და დავეხმაროთ მათ დაწერონ უფრო მეტი, არ შევწყვიტოთ ბეჭდური წიგნების შეძენა.

ნაბეჭდი წიგნები კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ელექტრონული წიგნების კითხვის შემდეგ რთულია დაძინება, რადგან ელექტრონული მოწყობილობების გამოსხივება ჩვენს გამოფხიზლებას იწვევს. ნაბეჭდი წიგნის წაკითხვის შემდეგ, კი ჩვენ უფრო მშვიდად ვიძინებთ.

წიგნთან შეხება გვამშვიდებს

წიგნთან შეხება გვამშვიდებს

და ბოლოს, ნაბეჭდი წიგნების ქურდობა იშვიათია. თუ მანქანაში დაგვრჩა, საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება. რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ელექტრონულ მოწყობილობებზე. და ბონუსად : თუ ნაბეჭდი წიგნი წყალში ჩაგვივარდა, უბრალოდ გავაშრობთ მას და ისევ შევძლებთ მის გამოყენებას. და რა მოუვა ჩვენს პლანშეტს ამ შემთხვევაში?!

წიგნებს არ მოგპარავენ

წიგნებს არ მოგპარავენ

გადაცემის „დილა შენთვის“ სტუმარი გაგა გომართელი მკითხველს ურჩევს არ დაკარგონ კონტაქტი წიგნთან და იკითხონ რაც შეიძლება ბევრი, რადგან ეს არის საშუალება შევიქმნათ ჩვენი პირადი, მისტიური ცხოვრება, სადაც გაღიმებული და ბედნიერი ვიქნებით. სადაც უამრავი თავგადასავალი გველოდება, რასაც შემდგომ ჩვენს რეალობაში გამოვიყენებთ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: