თითქმის ყველას უყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქში მუზეუმებისა და ღირსშესანიშნაობების მონახულება. თუმცა, არსებობს პატარა ქალაქი, რომელიც თავად წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს, მის ქუჩებში სეირნობისას თავად გგონიათ მუზეუმი. დიახ, სწორად გაიგეთ, ეს ქალაქი ვენეციაა. თუ ჯერ კიდევ არ ყოფილყართ, მაშინ გაგიმართლათ, თქვენ ხართ ის იღბლიანი ადამიანი, რომელსაც ვენეციის პირველად ნახვის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ აქვს.

გადაცემის „დილა JAKO FM-ზე“ სტუმარი ილო ბეროშვილი თავისი იტალიური სიყვარულის ისტორიას გვიყვება.

განსხვავებული აქცენტით მოსაუბრე, იტალიელი ლუიზიანა, რომელიც ილო ბეროშვილმა შემთხვევით გაიცნო, მსახიობის რჩეული გახდა.

„ეს გოგო ძალიან შემთხვევით გავიცანი, ხუმრობით მივედი და საუბრისას მივხვდი, რომ სხვანაირი აქცენტი ჰქონდა, არამილანური. ძალიან მომეწონა და „ოთარაანთ ქვრივის“ ფრაზა გამახსენდა „ერთი ამის ჩუსტები მანახა ჩემს საწოლთან და მერე თუ გინდა ურმის თვალზე წამომაცვაო“. დავფიქრდი, რომ ყოველ დილით მისი მოსმენის გარდა არაფერი არ მინდოდა. „ - ხუმრობით ამბობს ილო ბეროშვილი.

ილო ბეროშვილი

ილო ბეროშვილი

ვენეციას რომ დავუბრუნდეთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველანაირი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ და წინასწარ დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა, ამ ქალაქს მაინც აქვს პატარა საიდუმლოებები, რაც ყველამ არ იცის.

წარმოგიდგენთ ვენეციის კარგად შენახულ საიდუმლოებებს :

  1. Cantina Do Mori

როგორც მოგეხსენებათ, გრანდ კანალი ტურისტების თავშეყრის ადგილია, რაც საკმაოდ მაღალი ფასებითა და ხალხმრავლობით გამოირჩევა. თუ გსურთ, უფრო მეტად გაეცნოთ ადგილობრივი ცხოვრების თავისებურებებს და დააგემოვნოთ კარგი კერძები, კანტინა დო მორი სწორედ თქვენთვისაა. ეს ტრადიციული საყვარელი ადგილი იმდენად ადგილობრივია, რომ მაგიდებიც კი არ აქვს. არის ერთი დიდი ხის ბარის მაგიდა, სადაც სასურველ კერძს მოგართმევენ. აქ შეგიძლიათ მიირთვათ ყველისა და ხორცის სენდვიჩები, ადგილობრივი ტკბილი წითელი ღვინო და დატკბეთ ულამაზესი ხედით.

Cantina Do Mori

Cantina Do Mori

  1. Ca’ Zappa

შეუდარებელი ჰოლანდიური ვილა სამხრეთ ლაგუნაზე, სადაც მხოლოდ საკუთარი ნავის ქირაობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიხვიდეთ. 1925 წელს, ჰოლანდიიდან გადასახლებულის მიერ აშენებული ეს თვალისმომჭრელი ვილა, თავისი წითელი ფანჯრებით ზღაპრულ ხედს ქმნის.

Ca’ Zappa

Ca’ Zappa

  1. Malefatte Boutique

მაღაზია, რომელიც არის არამომგებიანი გამოირჩევა იმით, რომ ყველა ნივთი პატიმრების მიერ არის დამზადებული. ხელნაკეთი ნივთები მოიცავს ჩანთებს, მაისურებს, შარვლებს და ა.შ. ასევე აღსანიშნავია, რომ სხვა ვენეციურ მაღაზიებთან შედარებით ფასები საგრძნობლად დაბალია.

Malefatte Boutique

Malefatte Boutique

  1. Chioggia

თუ ვენეციაში ივლისში არმოჩნით და შეამჩნიეთ, რომ ხალხმრავლოაბს ვეღარ ეგუებით, არსებობს იქვე ახლოს პატარა ქალაქი ჩიოგია, რომელიც თქვენი მშვიდი თავშესაფარი იქნება. ქალაქის სილამაზე მის ბუნებრიობაშია, სადაც ნაკლები ტურისტი, მოსიყვარულე გარემო და სიმშვიდე დაგხვდებათ.

Chioggia

Chioggia

  1. Libreria Acqua Alta

მეორადი წიგნების მაღაზია, რომელიც ექსცენტრული ვენეციელი ლუიჯი ფრიზოს მფლობელობაშია, ასობით წიგნის სახლია. აქ თქვენ ნახავთ, როგორც ძველ, ისე ახალ წიგნებს, რომლებიც ძველ გონლოებსა და კანოეებში არის განლაგებული. ვენეციაში ყოფნისას შესაძლოა ბევრი დრო გაატაროთ კერძების დაგემოვნებასა და სეირნობაში, თუმცა ეს ადგილი, მისი ულამაზესი ბაღით, აუცილებლად უნდა ნახოთ.

Libreria Acqua Alta

Libreria Acqua Alta

  1. Island of Sant’Andrea

ხშირად მომხიბვლელი სან-ანდრეას კუნძული ტურისტებისთვის შეუმნეველია. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აქ შეგიძლიათ XVII საუკუნეში მტრისგან თავის დასაცავად აშენებული ციხესიმაგრეები იხილოთ. კუნძულის ნანგრევების ზედაპირი შესანიშნავია პიკნიკის მოსაწყობდ, სადაც ქალაქის სანაპიროს ხედი გადაგეშლებათ.

Island of Sant’Andrea

Island of Sant’Andrea