ინტერნეტ-რადიოსადგურები უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა თავიდან ისინი მხოლოდ პერსონალური კომოიუტერების მგლობელებისთვის იყო განკუთვნილი. ბოლო წლებში გაჩნდა უამრავი მოწყობილობა, რომელმაც ჩვეულებრივი სამაგიდო რადიო უნდა შეცვალოს. მაგალითად, რადიომიმღები Logitech, რომელიც სერიულად გამოდის.

აღნიშნული რადიომიმღები ქსელს ჩვეულებრივი ქსელური შემაერთებლის მეშვეობით უერთდება. მას ასევე გააჩნია Wi-Fi და მიმღები უსადენოდაც მუშაობს, AM ან FM-ტალღების „კლასიკური“ რადიოტრაქტი კი საერთოდ არ გააჩნია. ის არც არის საჭირო, რადგან სხვადასხვა ჟანრის 7000-ზე მეტ სადგურზე უფასო წვდომა და Pandora-ს, Napster-ის და სხვა სერვისების მხარდაჭერა - საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ იპოვო გადაცემები, რომლებიც სხვადასხვა გემოვნებას დააკმაყოფილებენ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მუსიკის ჩართვა ლოკალური ქსელიდან.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტი ყველა სახლში - უკვე რეალობაა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალი ასეთი ტიპის რადიოებისაა. ახლო მომავალში რადიოს გარდა ქსელის მეშვეობით ტელევიზიის ყურებაც იქნება შესაძლებელი.

ინტერნეტ-რადიომიმღებები უკვე გამოჩნდა ბაზარზე და მათი ფასი 200-500 დოლარს შეადგენს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: