ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა ფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბედნიერი ცხოვრების გასაღები იმ პოზიტიურ ემოციებში მდგომარეობს, რომელსაც ჩვენ დღის განმავლობაში ვგრძნობთ.

გონება პირველი საწყისია ადამიანში. სწორედ მისი ინდივიდუალობა აქცევს მას განუმეორებელად. თითოეულმა ადამიანმა უნდა დაარწმუნოს საკუთარი თავი და განავითაროს დადებითი განწყობა.

უარყოფითი და დამანგრეველი აზრების მრავალი ფორმა არსებობს, რომელიც სხეულის ყოველ უჯრედზე ზემოქმედებს. მათ შორის ყველაზე ძლიერია შიშის გრძნობა და მისგან წარმოქმნილი მოუსვენრობის განცდა, რომელიც შერწყმულია დეპრესიასთან, შფოთვასთან, ცუდ წინათგრძნობასთან, შურთან, უნებისყოფობასთან, ეჭვიანობასთან, სიძუნწე-სიხარბესთან, მრისხანებასთან, მტრულ განწყობასთან, ბუტიაობასთან და საკუთარი თავისადმი სიბრალულთან.

ყოველივე ეს სხეულისა და ტვინის გამოფიტვას იწვევს, გაკარგვინებს ენერგიას, განერვიულებს. ასეთ დროს ადამიანი თანდათანობით იფიტება, ხდება უხალისო და ემოციური. შიში და შეშფოთება სხვა უარყოფით აზრებთან ერთად აზროვნების ქაოსს იწვევს. სწორი აზროვნებისათვის აუცილებელია ტვინის აბსოლუტური სისუფთავე, რომელიც სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. დაძაბულ ტვინს მხოლოდ უაზრო გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.
რას წარმოადგენს დადებითი მენტალური ძალა?

ეს სწორედ ის გახლავთ, რამაც დამანგრეველი ძალებისაგან განსხვავებით, სიმშვიდე, გონიერება და შინაგანი სილაღე უნდა მოგანიჭოთ.
მხოლოდ მაშინ, როცა სხეული და გონება ჰარმონიაშია, შეიძლება მიაღწიოთ სულიერ წონასწორობას. არასოდეს დაივიწყოთ, რომ ადამიანში სულიერი წონასწორობა პირველ ადგილზეა, მენტალური- მეორეზე, ფიზიკური- მესამეზე, და როცა სამივე ჰარმონიულ მთლიანობაშია, მხოლოდ მაშინ შეიძლება იპოვოთ ჯანსაღი სულიერი ცხოვრება.
იმისათვის რომ გონებამ სხეულათან ერთად გამართულად იმუშაოს:
კვების, ვარჯიშის, ძილის დრო სწორად და ეფექტურად დაგეგმეთ. დაუთმეთ დრო სასარგებლო საქმეს, რომელსაც ჰობად აქცევთ, მეტად იყავით საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული, გაეცით პოზიტიური ენერგია, რათა მიიღოთ ანალოგიურად. ხშირად გაიღიმეთ. ეს თქვენ ცხოვრებას აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის!

როგორ შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა და რისი გათვალისწინებაა საჭირო სულიერი სიჯანსაღისთვის

მადლიერება

მადლიერება ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდეპრესანტია უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად. მაგალითად, როგორიცაა შიში და დაბნეულობა.

გააკეთე სია ყოველ დილით, რისთვისაც მადლობელი ხარ. ეს განცდა მთელი დღის განმავლობაში გაგყვება.

იყავი ოპტიმისტი

ეს შესაძლოა ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ შესაძლებელი. შეხედე სიტუაციის პოზიტიურ მხარეებს, ყურადღება გაამახვილე დადებითზე და არა უარყოფითზე.

წინა პუნქტის მსგავსად, აქაც შეგიძლია ჩამოწერო, გააკეთო სია შენი ოცნებების შესახებ, რომლის განხორციელებასაც მომავალში გეგმავ. ეს ძალიან დაგეხმარება იმაში, რომ კარგი და დადებითი მოიზიდო.

დააფასე შენი შეგრძნებები

დიდი ყურადღება მიაქციე შენს შეგრძნებებს. ეს შესაძლოა იყოს ყავის გემო და სურნელი, მწიფე ხილი და ა.შ. ისიამოვნე საყვარელი არომატით, ეს თერაპიის უძველესი სახეობაა.

გადაიტანე ყურადღება უარყოფითიდან დადებითზე

ვარჯიშმა შეიძლება გააუმჯობესოს შენი განწყობა. იმოძრავე, გააკეთე საყვარელი საქმე. იცეკვე, განიმუხტე საყვარელი საქმის მეშვეობით.

გააკეთე კეთილი საქმე

გააკეთე კეთილი საქმე სხვებისთვის - არ აქვს მნიშვნელობა დიდისთვის აკეთებ თუ პატარისთვის. ეს აამაღლებს შენს განწყობას და გააძლიერებს იმუნიტეტს. სიკეთე შეიძლება გააკეთო როგორც ნაცნობებისთვის, ისე უცნობებისთვისაც.

სიცილი და ღიმილი

გაიცინე და გაიღიმე დღეში ერთხელ მაინც. დიახ, ეს ასე მარტივია. უყურე კომედიას, გაიხსენე უხერხული, სასაცილო ამბავი. ასე სხვასაც დადებით განწყობას შეუქმნი და საკუთარ თავსაც.

გამოხატე გულწრფელი ემოციები სხვების მიმართ

კვლევებმა აჩვენა, რომ გულწრფელი ურთიერთობები განწყობისა და ბედნიერების გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზაა. ხშირად გადაუხადე მადლობა სხვებს თუნდაც უმნიშნველო სიკეთისთვის.

გაიხსენე ბედნიერი მომენტები

გაიხსნე ბედნიერი მომენტები, გაიაზრე როგორი იყავი მაშინ, როგორი ხარ დღეს. შესაძლოა, მაშინ მარტივად გიხაროდა, და თუ მაშინ შეგეძლო წვრილმანებით ბედნიერება, დღესაც შეძლებ!

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: