სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.

ჩინური ენის შესწავლა არ იქნება სავალდებულო მოსწავლეებისთვის, სურვილის შემთხვევაში მათ შეეძლებათ მეორე უცხო ენად შეისწავლონ აზიური ენა - ჩინური, რომელიც მე-5 კლისის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება მასწავლებელთა გადამზადება, სკოლებში ჩინური ენის პედაგოგების რაოდენობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამ ეტაპზე ჯერ უცნობია.