რადიო JAKO FM-სა და „საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მედიაპარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი, რადიო JAKO FM-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ტარახჩევმა და „საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის“ დირექტორმა პაატა ცივაძემ მოაწერეს.

მხარეების შეთანხმების საფუძველზე, რადიო JAKO FM სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს ფედერაციას. თავის მხრივ, „საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია“ მოახდენს JAKO FM-ის ჩართულობას სპორტულ აქტივობებში.

პირველი და ერთადერთი სპორტული რადიო JAKO FM ქართული სპორტის მხარდამჭერი და პარტნიორია.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: